საიტის მოხმარების პირობები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს „ნათკრაფტ“-ის ინტერნეტ მაღაზიის ვებ გვერდზე, ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს:
წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
1 ‘ნათკრაფტ’ – შპს „ნათკრაფტ“;
2 შპს „ნათკრაფტ“-ის ვებ-გვერდი – შპს „ნათკრაფტ“-ის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი, რომლის ვებ მისამართია – www.snacky.ge და მისი ყველა ქვეგვერდი;
3 “ინტერნეტ მაღაზია” – ინტერნეტ მაღაზია, რომელიც წარმოადგენს შპს „ნათკრაფტ“-ის საკუთრებას და რომლის ელექტრონული მისამართიც მითითებულია მეორე პუნქტში;
4 ‘საქონელი’, ‘პროდუქტი’, ‘პროდუქცია’ – ნათკრაფტის ვებ გვერდზე რეალიზაციის მიზნით განთავსებული საქონელი;
5 ‘ინტერნეტ ბრაუზერი’ – HTTP კლიენტი, ანუ პროგრამული აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მის მომხმარებელს მიიღოს ინფორმაცია ვებ-სერვერებზე ან ფაილურ სისტემებში არსებული ჰიპერტექსტური მარკირების ენაზე შედგენილი დოკუმენტებიდან და სხვა მედია საშუალებებიდან;
6 ‘cookies’ – ელექტრონული იდენტიფიკატორები, რომელსაც ‘ნათკრაფტი’ იყენებს იმისათვის, რომ ‘ნათკრაფტის’ ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია გაუვლელ პირს მისცეს ზოგიერთი სერვისით სარგებლობის ტექნიკური საშუალება; ინტერნეტ ბრაუზერის მწარმოებლის ვებ გვერდზე, როგორც წესი, მოიპოვება ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გათიშოთ ‘cookies’-ები თქვენს ინტერნეტ მკვლევარში, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ ვეღარ ისარგებლებთ ზემოთჩამოთვლილი ფუნქციებით, რომელიც კომფორტულს ხდის ჩვენთან ურთიერთობას, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა – მუდამ გქონდეთ ჩართული ეს ფუნქცია როდესაც ეწვევით ჩვენს ვებ გვერდს;
7 ‘დამთვალიერებელი’ – პირი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შედის ნათკრაფტის ვებ-გვერდზე და არ აქვს გავლილი ავტორიზაცია.
8 ‘ავტორიზაცია’ – ნათკრაფტის ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად, ანიჭებს პირს უფლებას, ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის მიზნით, შექმნას საკუთარი პროფილი ნათკრაფტის ვებ-გვერდზე, შეიყვანოს, გაეცნოს, შეასწოროსან დაამატოს ახალი;
9 ‘მომხმარებლის გვერდი’- ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე არსებული ქვე-გვერდი, რომელსაც ქმნის მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის შედეგად და რომელიც ასახავს ამ მომხმარებლის პროფილში შეყვანილ ინფორმაციას, ასევე, მის მიერ მიცემულ შეკვეთებს და სხვა მასთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას;
10 ‘ავტორიზაციის გავლა’ – პირისათვის ავტორიზაციაში ნაგულისხმევი უფლების მინიჭება მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და გასაღების ნათკრაფტის ვებ-გვერდზე არსებულ შესაბამის გრაფაში ჩაწერის და ავტორიზაციის მოთხოვნის მეშვეობით;
11 ‘რეგისტრაცია’ – პირის მიერ ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით ნათკრაფტის ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა, რაც პირის მიერ გულისხმობს მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და ვირტუალური გასაღების შექმნას და აძლევს პირს ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის საშუალებას;
12 ‘პერსონალური ინფორმაცია’ – ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია, როგორც – ‘პერსონალური მონაცემი’ ‘პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს’ კანონით;
13 ‘პროფილი’ – მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს თავის თავზე შევსებული ინფორმაცია.
14 ‘ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ’ – ელექტრონული და სხვა ინფორმაცია, ასევე პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს შპს „ნათკრაფტი“ ნათკრაფტის ვებ-გერდის მომხმარებლების და დამთვალიერებლების შესახებ;
15 ‘მომხმარებელი’ – პირი, რომელსაც გავლილი აქვს რეგისტრაცია ნათკრაფტის ვებ-გვერდზე;
16 „ვირტუალური გასაღები“ – სიმბოლოთა კომბინაცია, რომელსაც პირი ადგენს ნათკრაფტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, საკუთარ მომხმარებლის გვერდზე წვდომისათვის და მისი დაცულობისათვის სხვა პირთა მიერ წვდომისაგან;
17 „ელ. ფოსტის მისამართი“- პირის ვირტუალური სახელი, რომელსაც პირი იყენებს ნათკრაფტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, რათა მოხდეს მისი, როგორც მომხმარებლის იდენტიფიცირება ნათკრაფტის მიერ;
18 ‘სპამი’ – პოსტი, რომელიც შეიცავს პირდაპირ ან არაპირდაპირ რეკლამას; ბმულს მავნე ვებ-გვერდზე; უცენზურო ან შეურაცხმყოფელ გამოთქმას; ნათკრაფტის ვებ-გვერდთან ირელევანტურ შინაარსს ან გენერირებულ ტექსტს.
19 ‘ვირუსი’ – მავნე პროგრამული უზრუნვეყლოფა;
20 ‘ქარხნული შეფუთვა’ – შეფუთვა რომლითაც მწარმოებელი ახდენს პროდუქციის რეალიზაციას.
21 ‘ნათკრაფტის შეფუთვა’ – შეფუთვა რომლითაც შეკვეთის მიმცემი პირი პროდუქციას მიიღებს სს ‘ნათკრაფტისგან“, გარდა სატრანსპორტო კომპანიის კონვერტისა (ან სხვა შეფუთვა პროდუქციის ტრანსპორტირების მიზნით), იმ შემთხვევაში თუ შეფუთვას გააჩნია მისი დაზიანბის გარეშე გახსნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი ან საშუალება, დაზიანებულ შეფუთვად ჩაითვლება გახეული, გაჭრილი ან სხვა გზით მთლიანობადარღვეული შეფუთვა;
22 ‘სასაქონლო სახე’ – მწარმოებლის მიერ პროდუქტის გამოშვების მომენტში არსებული ვიზუალური და ფიზიკური მდოგომარებობა, როდესაც პროდუქტი მიმზიდველია მყიდველისათვის;
23 ‘სატრანსპორტო კომპანია’ – კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ ნათკრაფტის საიტზე შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირებას მომხმარებლამდე და პასუხისმგებელია პროდუქციის დროულად მიწოდებაზე კომპანიის ან/და ქარხნული შეფუთვისა და სასაქონლო სახის დაცვით;
1. გამოყენებული ტერმინები
2. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება
როდესაც ანთავსებთ ჩვენს ვებ გვერდზე შეკვეთას, ან გვიგზავნით შეტყობინებას, კომპანიასა და თქვენ შორის ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაცია, შესაბამისად, შპს „ნათკრაფტი“ თქვენს დასმულ შეკითხვას თუ მოთხოვნას გამოეხმაურება ელექტრონულად (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან თქვენს ელ. ფოსტაზე მოწერის გზით, ან/და შესაბამის განყოფილებაში ინფორმაციის (პასუხის) გამოქვეყნებით. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ურთიერთობის დაჭერის დროს თქვენ ეთანხმებით, რომ ელექტრონულ კომუნიკაციას კომპანიასა და თქვენ შორის აქვს წერილობით დოკუმენტის ძალა და ორივე მხარეს აქვს უფლება იგი გამოიყენოს, როგორც ოფიციალური მიმოწერა მხარეებს შორის.
3. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
„ნათკრაფტს“-ის ელექტრონული მაღაზიის დიზაინი, მასზე განთავსებული ყველა პროდუქტი, ტექსტი, მელოდია, გამოსახულება, ლოგოები, ელექტრონულად ჩამოტვირთვადი ნაწარმი არის შპს „ნათკრაფტ“-ის ან ამ ნაწარმის მწარმოებელთა/მომწოდებელთა საკუთრება და იგი დაცულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით და მათზე უფლებების დარღვევა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .
4. მომხმარებლის გვერდი
თუ თქვენ იყენებთ ნათკრაფტის ინტერნეტ მაღაზიას და დარეგისტრირებული ხართ ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე, მაშინ თქვენ გაქვთ ვირტუალური გასაღები თქვენs გვერდთან წვდომისათვის, აღნიშნული გასაღების დაცვა მესამე პირებზე გავრცელებისგან თქვენი ვალდებულებაა.
5. მიმოხილვა, კომენტარების დატოვება, კომუნიკაცია და სხვა შიგთავსი
მომხმარებლებსა და დამთვალიერებლებს შეუძლიათ დატოვონ კომენტარები, განიხილონ პროდუქცია, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, იდეები, კითხვები ან სხვა ინფორმაცია თუ ასეთი ქმედება არ არის აკრძალული კანონით, დამამცირებელი, გამაღიზიანებელი, წამქეზებელი, სხვისი პერსონალური ინფორმაციის ან ინტელექტუალური საკუთრების შემცველი, ან თუ არ არის რაიმე სხვა არამართლზომიერი გზით მესამე პირისთვის ზიანის მიმყენებელი ან ვირუსის, პოლიტიკური კამპანიის, რეკლამის შემცველი ან რაიმე სხვა სახის ‘სპამი’-ს შემცველი. მომხმარებელს არ აქვს უფლება გამოიყენოს სხვა პირის ელექტრონული ფოსტის (ან სხვა) მისამართი და იმოქმედოს სხვა პირის სახელით, ხოლო შპს „ნათკრაფტ“-ს აქვს უფლება (და არა ვალდებულება) მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი წესის უგულვებელყოფის შემთხევაში აღკვეთოს ასეთი ქმედება (წაშალოს მის მიერ წესების დარღვევით გამოქვეყნებული ინფორმაცია, გაუუქმოს მომხმარებელს ელექტრონული გასაღები ან სხვა.)
ნათკრაფტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის კანონთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელი არის ამ ინფორმაციის ავტორი. ინფორმაციის გამოქვეყნებით პირი აძლევს უფლებას შპს „ნათკრაფტ“-ს თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია. ამავე დროს, მესამე პირისათვის ამგვარი გამოქვეყნებით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნული ინფორმაციის ავტორს.
6. პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი
შპს „ნათკრაფტ“-ის ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას, პროდუქციის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს რომელიმე საკურიერო კომპანია შეკვეთისას მითითებულ მისამართზე.
გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია არ ჩაიბაროს სატრანსპორტო კომპანიისგან დაზიანებული შეფუთვით მიტანილი გზავნილი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შპს „ნათკრაფტ“-ს შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected], ან დაუკავშირდეს საინფორმაციო სამსახურს ნომერზე: +995 599 99 85 32. გზავნილის ჩაბარების შემთხვევაში შპს „ნათკრაფტი“ აღარ არის ვალდებული განიხილოს წარმოქმნილი პრეტენზიები.
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხარებლის კმაყოფილებაზე, თუმცა ჩვენ არ გვსურს პასუხისმგებლობა ავიღოთ შუამავალი კომპანიების შეცდომებსა და შესაძლო უხარისხო მომსახურებაზე, ამიტომ დაჟინებით ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს ყურადღებით შეამოწმონ გზავნილის შეფუთვა მანამ, სანამ ხელს მოაწერენ სატრანსპორტო აგენტის შესაბამის დოკუმენტაციაზე. გზავნილის შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს სატრანსპორტო კომპანიისგან არ ჩაიბაროს გზავნილი ან სატრანსპორტო აგენტთან ერთად გახსნას გზავნილი მის ჩაბარებამდე, დარწმუნდეს მის დაუზიანებლობასა და პროდუქტისა და რაოდენობის სისწორეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი გზავნილის ჩაბარების დოკუმენტს.
დაუზიანებელი შეფუთვით მიღებული დაზიანებული პროდუქციის ან შეცდომით მიღებული შეკვეთის შემთხვევაში, გთხოვთ, გადაუღოთ მიღებულ გზავნილს დაზიანების ან/და შეცდომის ამსახველი ფოტოსურათი და ამ ფაქტის შესახებ მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected].
7. საქონლის და თანხის უკან დაბრუნება
გაყიდული საქონლის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლისათვის მიწოდებული საქონელი განსხვავდება მის მიერ შეკვეთილი საქონლისგან და არ არის დარღვეული მისი ქარხნული შეფუთვა ან სასაქონლო სახე. ამ შემთხვევაში, შპს „ნათკრაფტი“, მას შემდეგ რაც დაიბრუნებს საქონელს და მოახდენს მის დათვალიერებას დაზიანებაზე, ჩაანაცვლებს მას შესაბამისი პროდუქციით ან თუ ასეთი რამ შეუძლებელია მომდევნო 10 დღის განმავლობაში დააბრუნებს თანხას იმავე ანგარიშზე საიდანაც მოხდა ანგარიშსწორება.
8. პროდუქციის აღწერილობა
არასწორი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ ამის შესახებ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] თან აუცილებლად მიუთითეთ პროდუქტის შტრიხ-კოდი და უზუსტობის შინაარსი.
ზემოთმითითებული უზუსტობის შედეგად შეძენილი პროდუქციის დაბრუნება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება დარღვეული პროდუქციის ქარხნული შეფუთვა და სასაქონლო სახე.
9. პროდუქციის ღირებულება
ჩვენს ვებ გვერდზე მოცემული ფასები შეიცავს პროდუქციის ღირებულებასა და საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. თუ შეცდომა პროდუქტის ფასში მომხმარებლისთვის აუარესებს შეძენის პირობებს, ჩვენ შეგითანხმებთ ამგვარ შემთხვევას და მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში შევასრულებთ თქვენს შეკვეთას, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, თქვენი შეკვეთა გაუქმდება.
სასურველი პროდუქციის შერჩევის შემდეგ, გადახდის ღილაკის არჩევისას, თქვენი ბარათიდან თანხის ჩამოჭრა ხდება ავტომატურად.
10. შეზღუდული პასუხისმგებლობა
შპს „ნათკრაფტ“-ის ინტერნეტ მაღაზია წარმოდგენილია ‘ისეთი როგორიც არის’ და ‘ისეთი როგორზეც მიგიწვდებათ ხელი’ პირობით და მისი გამოყენებისას თქვენ ეთანხმებით ამ პირობას. შპს „ნათკრაფტი“ არ აგებს პასუხს ინტერნეტ მაღაზიის გამოყენებით, ან მისი გამოუყენებლობის შედეგად გამოწვეულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე თუ დანაკარგზე.
ნივთის გადაზიდვის შედეგად დამდგარ ზიანზე ერთპიროვნულად პასუხს აგებს გადამზიდავი კომპანია, თუმცა, მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს შპს „ნათკრაფტ“-ს ნებისმიერი არასასურველი გარემოების შესახებ და კომპანია იტოვებს უფლებას, თვითონ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დაფიქსირებული პრობლემის თაობაზე.
11. მარეგულირებელი კანონმდებლობა
შპს „ნათკრაფტ“-ის ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობისას თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენსა და შპს „ნათკრაფტ“-ს შორის რეგულირდება საქართველოს მოქმედი კონონმდებლობით.
12. ოფიციალური მიმართვა შპს „ნათკრაფტ“-ს
შპს „ნათკრაფტ“-ისადმი ოფიციალური მიმართვები და წერილები ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მიწოდებული იქნება დაზღვეული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 78, ან ელ. ფოსტაზე [email protected].
13. პერსონალური ინფორმაცია
შპს „ნათკრაფტ“ თავისი საქმიანობის დროს ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პირადი მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.
14. აუცილებელი მინიმალური ინფორმაციის გადაცემა მომსახურების მომწოდებელ მესამე პირზე
მომწოდებელ მესამე პირზე მისი საქმიანობის განხორციელებისათვის და მომხმარებლისათვის სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით, შპს „ნათკრაფტ“ სარგებლობს სხვა კომპანიების საბანკო და საკურიერო სერვისებით. ამ შემთხვევაში, შპს „ნათკრაფტ“, აუცილებელ პერსონალურ ინფორმაციას (ტვირთის მიმღები პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი, შეკვეთის ერთჯერადი კოდი, შეკვეთის თარიღი) აწვდის მესამე პირს და /ან პირებს.
15. ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე მომხმარებლის ნებართვით
ისეთი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით და კანონმდებლობით, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით.
16. მომხმარებლის პასუხისმგებლობა საკუთარი ინფორმაციის დაცვაზე
თქვენ ხართ პასუხიმგებელი თქვენს კომპიუტერთან და თქვენს კოდთან სხვა პიროვნებების წვდომაზე, ყოველთვის გამოიყენეთ ‘გასვლა’-ის ფუნქცია როდესაც ტოვებთ კომპიუტერს ყურადღების მიღმა.
17. მომხმარებლის წვდომა საკუთარ მონაცემებთან
მომხმარებელს წვდომა აქვს შპს „ნათკრაფტ“-ის ვებ-გვერდზე მის შესახებ არსებული მონაცემებიდან თითქმის ყველა მონაცემთან და ყველა მონაცემთან, რომელიც შპს „ნათკრაფტ“-ს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს შეიყვანა პირადად. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს საშუალება შეცვალოს, შეასწოროს, დაამატოს, წაშალოს ან გააუქმოს მის მიერ შპს „ნათკრაფტ“-ს ვებ-გვერდზე მიწოდებული ინფორმაცია.
18. მოხმარების წესები, გაფრთხილებები და ცვლილებები
ჩვენი ბიზნესი და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ ჩვენს სტანდარტულ პირობებში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რის შესახებაც ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულება არ არის, ამიტომ გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები.
19. შეთანხმების მოქმედება და ცვლილებების შეტანის წესი
წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს პირის მიერ შპს „ნათკრაფტ“-ის ვებ-გვერდით სარგებლობისას, აგრეთვე, ინტერნეტ-მაღაზიით სარგებლობის დროს წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს.
წინამდებარე შეთანხმების იმ ნაწილში, რომელიც არეგულირებს შპს „ნათკრაფტ“-ის მიერ მიწოდებული პროდუქციის რეალიზაციის საკითხს, მოხდება რაიმე ცვლილება, ნამდვილი იქნება ის წესი, რომელიც ამ შეთანხმებით დადგენილი იყო კონკრეტული პროდუქტის შეძენის მიზნით დაწყებული სამართლებრივი ურთიერთობის მომენტში და იმოქმედებს ამ სამართლებრივი ურთიერთობის დამთავრებამდე.
წინამდებარე შეთანხმების სხვა ნაწილში შესული ცვლილებები იმოქმედებს შპს „ნათკრაფტ“-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს.
20. მიწოდებისა და მიტანის პირობები
თუ ჩვენს სისტემაში თქვენს შეკვეთას აქვს სტატუსი ჩაბარებულია და თქვენ არ მიგიღიათ გზავნილი, გთხოვთ დაუყოვნებლივ მოგვწეროთ ამ ფაქტის შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected], და პრობლემის დაფიქსირების შემდეგ კომპანია იზრუნებს ნებისმიერი გაუგებრობის/ხარვეზის დროულად აღმოფხვრაზე.
21. მიწოდების ფასები და პერიოდი
მიწოდების პერიოდი შეადგენს შეკვეთიდან 1-3 სამუშაო დღე. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო შესაძლოა მიწოდების ვადა გაიზარდოს რის შესახებაც გაცნობებთ ოპერატორი. მიწოდების ფასი განისაზღვრება შესყიდვის მოცულობის მიხედვით, რაც დაგენერირდება საიტზე ყიდვის დროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.