სნექის მისია ჯანსაღი წასახემსებელის კულტურის შექმნაა. ხელოვნური დანამატებით გაჯერებული ნახევარფაბრიკატების ჩანაცვლება ნოყიერი, ახლად მომზადებული არაქისის კარაქით. ჩვენი უპირატესობა დროა. იმპორტირებული არაქისის კარაქი ტრანსპორტირებისას, კონტეინერში რამოდენიმე თვეს ატარებს და დაახლოებით ამდენივეს მაღაზიის თაროზე. მომხმარებელთან მოხვედრისას მისი დამზადებიდან ნახევარ წლამდეა გასული. ამ დროის განმავლობაში ის გემოვნურ თვისებებს კარგავს. ბუნებრივია რომ ამის გამო, გემოს და კონსისტენციის შესანარჩუნებლად მრავალ ხელოვნურ დანამატს საჭიროებს. სნექის არაქისის კარაქი წარმოებიდან მომხმარებლამდე უმოკლეს დროში ხვდება. სადაც არ უნდა შეიძინო სნექი, ის რამოდენიმე დღის დამზადებული იქნება. ამის გამო გემოვნური თვისებები მძაფრია, კონსისტენცია კი ჰაეროვანი. სნექის გახსნისას მაშინვე იგრძნობა ახლად მოხალული არაქისის სასიამოვნო არომატი.
მისამართი – ავჭალა, ვარდევანის 2