არაქისის კარაქი მამაკაცებისთვის

ფაქტია, რომ ქალები ყოველთვის უფრო გულისყურით ეკიდებია თავიანთ კვების რაციონს, ვიდრე მამაკაცები და აშკარად მეტი მოთხოვნილება აქვთ, არა მხოლოდ საკუთარ ფიგურაზე, არამედ ზოგადად ჯანმრთელობაზეც იზრუნონ.  ფსიქოლოგები ამ მოვლენას იმით ხსნიან, რომ ქალის ქვეცნობიერად მეტი პასუხისმგებლობა აქვს მომავალი თაობის წინაშე.

რაც შეეხება მამაკაცებს, მათი უმეტესობააც ისევე უჭირს კვებითი ჩვევების შეცვლა, როგორც, მაგალითად, მოწევის მავნე ჩვევის დავიწყება, რაც არ უნდა სრულად აცნობიერებდეს ასეთი ჩვევების ნეგატიურ გავლენას ორგანიზმზე.

თუმცა დიეტოლოგები ასახელებენ გარვეულ პროდუქტებს, რომლებსაც შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტად „მამაკაცური საკვები“ ეწოდოს და  რომლებიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, სტრესის ამტანობის და პოტენციის გაძლიერებას. მაალიტად,  მამაკაცის რაციონში რეგულარულად უნდა შედიოდეს ცხიმიანი თევზი, საქონლის ხორცი, შვრიის ფაფა, პომიდორი, ბროწეული, მწვანილი, თხილეული და არაქისი.

დღეს განვიხილოთ, კონკრეტულად რა სარგებლობა მოაქვს მამაკაცის ორგანიზმისთვის მიწის თხილს და მისგან წარმოებულ გენიალურ პროდუქტს მიწის თხილის კარაქს:

მიწის თხილის სასარგებლო თვისებები

მიწის თხილის სასარგებლო თვისებებზე საუბრის დაწყებისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ეს პროდუქტი არ უნდა დავაყენოთ ერთ რიგში თხილთან, კაკალთან, კედრის კაკალთან და სხვა თხილეულთან, რადგაან ბოტანიკურად ის უფრო უფრო ახლოსაა პარკოსნების ოჯახთან: ბარდა, ლობიო, სოია. თუმცა, თუკი აქ ჩამოთვლილი პარკოსნების მარცვლები, რომლებიც საკვებად გამოიყენება, მიწის ზედაპირზე იზრდება, არაქისის მარცვალი ნიადაგში 10-12 სმ-ის სიღრმეზეა ჩასულ ფესვებზე წარმოქმნილ პარკებშია იმალება და ამიტომაც ეწოდა მას მიწის თხილი.

არაქსის ერთ პარკში 3-5 მარცვალს აღმოაჩენთ, რომლებსა თხელი წითელი კანი აქვს. სწორედ მათგან მზადდება არაქისის კარაქი და არაქისის ზეთი, რომელიც თავისი თვისებებით ახლოსაა ზეითუნის ზეთთან. მოხალული და მარილიანი არაქისი კი ბევრი გურმანის საყვარელი „სასუსნაოა“.

მიწის თხილის სასარგებლო თვისებებს მისი შემადგენლობა განაპირობებს.

არაქისის შემადგენლობაშია:

  • 50%-ზე მეტი ორგანიზმითვის აუცილებელი უჯერი ცხიმები, რომლებიც აძლიერებს იმუნიტეტს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, კანის ელასტიკურობას და ხელს უწყობ სხვადასხვა ორგანოს ჯანმრთელობას.
  • 35% მცენარეულ ცილა, რომელიც ხორცპორდუქტის ღირსეული შემცვლელია, რაც ვეგეტარიანელებისთვის განსაკუთრებით საგულისხმო ინფორმაციაა. ამასთანავე, ორგანიზმი ასეთ ცილას სრულად ითვისებს;
  • 12 აუცილებელი ამინომჟავა, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი თავისით ვერ გამოიმუშავებს;
  • ვიტამინები E, C, D, PP და B ჯგუფი;
  • მიკროელემენტები – კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, თუთია, რკინა, მანგანუმი, სპილენძი და სელენი.

მიწის თხილის კარაქის სასარგებლო თვისებები მამაკაცის ორგანიზმისთვის

ზოგადად არაქისს და, კონკრეტულად, არაქისის კარაქს სიამოვნებით მიირთევს ქალიც და მამაკაციც, თანაც – ნებისმიერ ასაკში.

თუმცა ქალები, რომლებსაც წონის მატებისკენ მიდრეკილება აქვთ, მიწის თხილის კარაქის კალორიულობის გამო, უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ პორციებთან: 100 გრ პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულებაა 570 კკალ (2 სადილის კოვზი არაქისის კარაქი = 40 გრ-ს);

მამაკაცებს კი, ვინც ფიზიკურიად აქტიურ ცხოვრება ეწევა, თამამად შეუძლიათ ამ პროდუქტის მიღება, კალორიების თვლის გარეშე.

აქვე, ცნობისათვის: დღეში 1400 კკალ ქალებისთვის და 1800 კკალ მამაკაცებისთვის ქვედა ზღვარია.

  • არაქისში მაგნიუმის ოპტიმალური შემცველობაა, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას, ენერგიის გამომუშავებას, სტრესის მოხსნას. მაგნიუმის, კალციუმის და ფოსფორის კომბინაცია კი ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას;
  • მანგანუმი, რომელიც 100 გრ არაქისში 2 მგ-ა, სასარგებლოდ მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და ცხიმის მეტაბოლიზმს;
  • მიწის თხილი მდიდარია ამინომჟავა მეთიონინით, რომელიც მონაწილეობს ადრენალინის ბიოსინთეზში და არეგულირებს ღვიძლში ცხიმების დაგროვებას;
  • მიწის თხილი ასევე უკიდურესად აუცილებელია კუნთოვანი მასის ფორმირებისთვის. ამიტომაც მიწის თხილის კარაქი მუდმივად არის ბოდიბილდერების რაციონში. ამასთან, არაქისი არა მხოლოდ კუნთის ზრდას უწყობს ხელს, არამედ მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ სწრაფად აღადგენს ორგანზმს.

კიდევ რა სარგებელი აქვს არაქისის კარაქს მამაკაცისთვის?

  • არაქისი აჩერებს გამელოტების პროცესს! იცოდით?
  • არაქისის მომხმარება ტრიპტოფანის დეფიციტს აგარიდებთ თავიდან – ეს განასკუთრებით საყურადღებოა იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც მუდმივი სტრესის და ემოციური დაძაბულობის ქვეშ იმყოფებიან. ამინომჟავა ტრიპტოფანი სეროტონინის, ანუ ბედნიერების ჰორმონის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და მას ორგანიზმი, ძირითადად, საკვებიდან იღებს. სწორედ ეს ნივთიერებაა პასუხისმგებელია კარგ ძილზე და ფსიქოლოგიურ ამტანობაზე.
  • არაქისი სასარგებლოა ისეთი მამაკაცური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა პროსტატის ადენომა, უშვილობა, პოტენციის დაქვეთება;
  • არაქისის რეგულარული მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს შარდსასქესო სისტემის დაავადებების რისკს.

შეიძლება თუ არა მამაკაცებისთვის არაქისის კარაქი ყოველდღიურად?

არაქისმა, რომლის სარგებლისა შესწავლა მხოლოდ გასული საუკუნის შუა ხანებში დაიწყეს, უკვე სერიოზულად დაიმკვიდრა თავი, როგორც მამაკაცს რაციონის  შეუცვლელმა პროდუქტმა;

ამ ხნის განმავლობაში პროდუქის გაცილებით მეტი სასარგებლო თვისება გამოვლინდა, ვიდრე უარყოფითი;

დიეტოლოგები გვაფრთხილებენ, მოვერიდოთ ნედლი მიწის თხილის ჭამას, რადგან მისმა წითელი კანმა შეიძლება, ალრგია გამოიწვიოს და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ცუდად იმოქმედოს. ამიტომ არაქისი ან მსუბუქად უნდა მოხალოთ, ან ისეთი უნიკალური პროდუქტის სახით მიირთვათ, როგორიც არაქისის კარაქია;

როგორც არაქისის მოხალული მარცვლები, ისე არაქისის კარაქი რეკომენდებულია, მიირთვათ მცირე პორციებით, მაგრამ ყოველდღე!

  • მიწის თხილის კარაქის სისტემატური და დოზირებული მოხმარება დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად აისახება ორგანიზმის როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ შრომისუნარიანობაზე, ძილის ხარისხზე, კუჭ-ნაწლავის და გულ -სისხლძარღვთა სისტემების მუშაობაზე;
  • პოტენციის ასამაღლებლად მამაკაცებისთვის რეკომენდებულია დღეში 2-3 სუფრის კოვზი არაქისის კარაქის მიღება, ნატურალურ თაფლთან ერთად. ეს კომბინაცია ერთიორად სასარგებლოა, რადგან თაფლი პირველ ადგილზეა იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რომლებიც მამაკაცის სექსუალურ აქტივობას აძლიერებს;
  • არაქისის კარაქი, პროტეინების მაღალი შცველობის წყალობით,  ხელს უწყობს კუნთების განვითარებას და ტესტოსტერონის დონის აწევას. სწორედ ამიტომ არაქისის კარაქი სპორტსმენებისთვის აუცილებელი პროდუქტია;
  • არაქისის კარაქი შეიცავს უჯერ ცხიმებს, რომლებიც გულის დაავადებების რისკს ამცირებს;
  • გარდა ამისა, არაქისის კარაქი არის B3 და E ვიტამინების, მაგნიუმის, ფოლიუმის მჟავისა და საკვები ბოჭკოების წყარო. ბოლო წლებია, საკვები ბოჭკოები განიხილება, როგორც ანტიკარცენოგენური კომპონენტი;
  • არაქისი არ შეიცავს ქოლესტერინს!

ასე რომ, მამაკაცებო – არ გამოტოვოთ არაქისის კარაქის საუზმე ყოველ დილით.

უბრალოდ, დაიმახსოვრეთ არაქსის მთავრი წესი – ეს მსუყე და ჯანსაღი პროდუქტი უნდა მიირთვათ სისტემატურად და მცირე ულუფებით (დღეში 2-3 სუფრის კოვზი).

არაქისის კარაქი დანამატების გარეშე

ყიდვა