ახლად მოხალული არაქისის კარაქი დანამატების გარეშე
Snacky – არაქისის კარაქი არის უმაღლესი ხარისხის ახლად მოხალული ქართული მიწის თხილის კარაქი.
მიწის თხილის კარაქს საკმაოდ მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს, ჯანსაღ ცხიმს, საკვებ ბოჭკოსა და მცირე რაოდენობის ნახშირწყალს. იგი ცილის კარგი წყაროა, რაც ძალზედ სასარგებლო პროდუქტად აქცევს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არ იღებენ ცილას ცხოველური წყაროებიდან (ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისათვის).
მიწის თხილის კარაქი გამოირჩევა ცხიმის მაღალი შემცველობით, თუმცა ძირითადი წილი ჯანსაღ ცხიმზე მოდის. ცხიმის ნახევარი შედგება ოლეინის მჟავისგან, ჯანსაღი ტიპის მონოუჯერი ცხიმისგან. გარდა ამისა, მიწის თხილის კარაქი შეიცავს ლინოლეინის მჟავას, ომეგა -6 ცხიმოვან მჟავას. ცხიმის მაღალი შემცველობის გამო, მიწის თხილის კარაქი ასევე წარმოადგენს მაღალკალორიულ პროდუქტს, თუმცა მისი ზომიერი მიღება შესაძლებელია როგორც წონის მატების, ასევე კლების დროსაც.
მიწის თხილის კარაქი ასევე მდიდარია სხვადასხვა ვიტამინით, მინერალითა და ანტიოქსიდანტით. იგი განსაკუთრებით გამოირჩევა ვიტამინების: E, B3, B5, B6, ბიოტინი, ფოლატი, მაგნიუმი, სპილენძი, რკინა, კალიუმი, თუთია და სელენის შემცველობით.
Snacky – არაქისის კარაქი-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას
– შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს
– მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით
– არის მაღალკალორიული პროდუქტი
– აქვს გამორჩეული გემო და არომატი
– არ შეიცავს შაქარსა და დამნამატებს
შენახვის პირობები:
შეინახეთ სუფთა,მშრალ,მზის სხივებისგან დაცულ ადგილას. 0-5 C ტემპერატურაზე – 9 თვემდე ან ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 C – 3 თვემდე.