txili | თხილი | თხილის სასარგებლო თვისებები | hazel

თხილი | Txili

Txili

თხილი საკმაოდ გემრიელი საჭმელია და მრავალი კერძის შესანიშნავ დანამატს წარმოადგენს. თხილს საკმაოდ ბევრი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი თვისება აქვს. ის შეიცავს სხვადასხვა ვიტამინებსა და ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებს:

  • E ვიტამინს
  • ჯანსაღ ცხიმს
  • პროტეინებს
  • საკვებ ბოჭკოს

ამ სტატიაში შეიტყობთ, თუ როგორ შეუძლია თხილს ხელი შეუწყოსთქვენს ჯანმრთელობას, ქოლესტერინის დონის შემცირებას, ინსულტის რისკის შემცირებას. 

თხილის სასარგებლო თვისებები

1. ნაწლაუვრი მოქმედების გაუმჯობესება

თხილი შეიცავს საკვებ ბოჭკოს, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის პროცესს, აუმჯობესებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას, გვიცავს ყაბზობისგან, ბუასილისგან.

დიეტური რეცეპტის მიხედვითა და ამერიკის შეერთებული შტატების სანდო წყაროს რეკომენდაციით, სასურველია 31-50 წლის ქალებმა დღეში 25,2 გრამი მიიღონ. იმავე ასაკის მამაკაცებმა დღეში 30,8 გრამი ბოჭკოვანი უნდა მიირთვან.

28 გრამი თხილის პორცია შეიცავს დაახლოებით 2,7 საკვებ ბოჭკოს.

2. წონის მომატების შემცირება

კვლევების თანახმად, თხილის ჭამა შეიძლება დაეხმაროს ადამიანს წონის კლებაში.

2018 წლის კვლევამ აჩვენა კავშირი თხილის მოხმარებასა და წონის კლებაში. ის ამცირების წონის მატების რისკსაც. კვლევაში მონაწილეები, რომლებიც მეტ თხილს მიირთმევდნენ, უფრო ნაკლებად იმატებდნენ წონაში, ვიდრე ისინი ვინც თხილს რეგულარულად არ ჭამდნენ.

3. უჯრედების დაზიანების პრევენცია

თხილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ეს არის ნაერთები, რომლებიც იცავს უჯრედების დაჟანგვას. ისინი ამცირებენ უჯრედების დაზიანების ხარისხს თავისუფალი რადიკალებისგან.

თხილი შეიცავს ანტიოქსიდანტ ვიტამინ E-ს. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ვიტამინი E შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმის დაცვას კიბოსთან დაკავშირებული უჯრედების დაზიანებისგან.

 

4. ქოლესტერინის დაქვეითება


თხილის ჭამა შეიძლება დაეხმაროს ქოლესტერინის შემცირებას.

2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თხილით მდიდარმა დიეტამ შეამცირა კვლევაში მონაწილეთა ქოლესტერინის დონე. საზოგადოდ, ქოლესტერინი ძალიან საშიშია ადამიანის ჟანმრთელობისთვის, იგი ზრდის გულის პრობლემების რისკს. 

მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ თხილის ჯანმრთელობის სარგებლობის მისაღებად საუკეთესო გზა იყო მისი ყოველ დღე ჭამა, ადამიანის საერთო კალორიების მიღების გარეშე.

2016 წლის მიმოხილვის შედეგებმა ასევე მიუთითა, რომ თხილს შეუძლია შეამციროს მავნე ქოლესტერინის დონე.

 

5. ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესება

ნებისმიერი თხილის მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს ინსულინის მგრძნობელობა.

2011 წელს ჩატარებულმა ცდამ აჩვენა, რომ 30 გრამი თხილის ჭამა ყოველდღიურად, აუმჯობესებდა მონაწილეთა მგრძნობელობას ინსულინის მიმართ 12 კვირის განმავლობაში.

ინსულინის მგრძნობელობის დაქვეითება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტიპი 2 დიაბეტის განვითარებაში. ამ მგრძნობელობის გაუმჯობესება ამცირებს მდგომარეობის რისკს.

 

6. გულის ჯანმრთელობის მხარდაჭერა

თხილი ხელს უწყობს ჯანსაღი გულის განვითარებას.

2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თხილით მდიდარი დიეტის მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს გულ-სისხლძარღვთა რისკის ბიომარკერები, რაც პოტენციურად ამცირებს გულის პრობლემების რისკს.

7. ანთების შემცირება


თხილის რეგულარულმა მირთმევამ შეიძლება ხელი შეუწყოს ანთების შემსუბუქებას.

2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თხილით მდიდარი დიეტის მიღება მონაწილეებს შორის ამცირებს ანთების ნიშნებს.