არაქისის კარაქის კონვერტორი: რამდენი გრამი და კალორიაა ერთ კოვზში

ვისაც მიწის თხილის კარაქი გიყვართ, კარგად იცით, თუ რა ძნელია ერთი კოვზის შემდეგ თავის შეკავება, თუმცა არაქისის კარაქის სასწაული გემოსა და ამ სნექის სასარგებლო თვისებების მიუხედავად, ზომიერების დაცვა ყოველთვის საჭიროა – მაშინაც, როცა პირდაპირ ქილიდან ნედლი სახით მიირთმევთ და, მით უფრო, მაშინ, როცა გსურთ, არაქისის კარაქით სოუსები მოამზადოთ ნამცხვრები გამოაცხოთ, კოქტეილები მოამზადოთ ან ბუტერბროდები გააკეთოთ.

არაქისის კარაქის კონსისტენცია საშუალებას იძლევა, რომ ის კოვზით ამოვიღოთ  ქილიდან, ამიტომ დღევანდელი თემაა – კოვზი, როგორც წონის ერთეული და გაგიზიარებთ ინფორმაციას, როგორ „ავწონოთ“ კოვზით არაქისი ანუ რამდენი გრამი მიწის თხილის კარაქი ეტევა სუფრის, დესერტის და ჩაის ერთ კოვზებზე.

თავდაპირველად ორი სიტყვით განვიხილოთ არაქისის კარაქის შემადგენლობა და არაქისის კარაქის სასარგებლო თვისებები:

ალბათ, ბევრი ახსნა არ სჭირდება იმას, რომ მიწის თხილის კარაქი მიწის თხილისგან მზადდება, რომელსაც წმინდად ფქვავენ. ნატურალური დანამატებს ან საერთოდ არ უნდა შეიცავდეს, ან შესაძლოა, შეიცავდეს მინიმალური ოდენობით, რაც ყოველთვის მითითებულია პროდუქტის შეფუთვაზე. მათ შორის, არაქისის კარაქის შემადგენლობაში დასაშვებია მარილის არსებობა. სწორედ ამიტომ, როდესაც მიწის თხილის კარაქს საჭმელში მოიხმართ, ყურადღებით იყავით – არ დაამლაშოთ.


ეს პროდუქტი, მათ შორის, მაგალითად, პირველი ქართული არაქისის კარაქი სნექი, ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, თუკი მას ზომიერად მოიხმართ.


მიწის თხილის კარაქის სასარგებლო თვისებების სრულყოფილად ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ ორი სიტყვით შეგახსენებთ, რომ რეგულარულად მოხმარებისას არაქისის კარაქში შემავალი ნივთიერებები:

  • ხელს უწყობს გულისა და სისხლძარღვების დაავადებებთან გამკლავებას;
  • აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას;
  • აძლიერებს იმუნიტეტს;
  • ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს;
  • ინარჩუნებს კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღეს (ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო);

რა თქმა უნდა, აქ ჩამოთვლილი სარგებელი მინიმალურია, სრულყოფილ ინფორმაციას კი, თუ რატომ არის მიწის თხილის კარაქი სასარგებლო, შეგიძლიათ, ჩვენს ბლოგში გაეცნოთ.

როგორ ავწონოთ მიწის თხილის კარაქი  სასწორის გარეშე?

თუკი გაინტერესებთ, დღეში რამდენი მიიღეთ მიწის თხილის კარაქის კალორია, ამის მარტივად დასათვლელად და, ზოგადად, არაქისის კარაქის ასაწონად თქვენ დაგჭირდებათ სტანდარტული კოვზი – სუფრის, დესერტის ან ჩაის და ქვემოთ მოცემული ცხრილი, კონკრეტული მონაცემებით:

ერთი კოვზი არაქისის კარაქი: გრამები და კილოკალორიები

  • 1 სუფრის კოვზი (თავმოდგმული) = 35 გრ, 206 კკალ
  • 1 სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი) = 24 გრ, 142 კკალ
  • 1 დესერტის კოვზი (თავმოუდგმელი) = 16 გრ 94 კკალ
  • 1 ჩაის კოვზი (თავმოდგმული) = 12 გრ, 71 კკალ
  • 1 ჩაის კოვზი (თავმოუდგმელი) = 8 გრ, 47 კკალ

ჩვენი რჩევაა, მიწის თხილის კარაქის ასაწონად იმ რაოდენობებით  იხელმძღვანელოთ, რომლებიც თავმოუდგმელ კოვზს უტოლდება. მიწის თხილის კარაქი საკმაოდ ბლანტია და ამიტომ თავმოდგმული კოვზმა შეიძლება, შეცდომაში შეგიყვანოთ. 

ახლა კი იმისთვის, რომ ბევრი მათემატიკა არ დაგჭირდეთ, ზემოთ წარმოდგენილი ცხრილის მონაცემებს 1 გრამამდე დაგიმრგვალებთ:

  • 100 გრ არაქისის კარაქი = 4 სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი!), 570 კკალ;
  • 75 გრ არაქისის კარაქი = 3 სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი!), 443 კკალ;
  • 50 გრ არაქისის კარაქი = 2 სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი!), 282 კკალ;
  • 25 გრ არაქისის კარაქი = 1 სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი!), 141 კკალ;
  • 20 გრ არაქისის კარაქი = 2 ჩაის კოვზი (თავმოუდგმელი!), 94 კკალ.

დასკვნის სახით:

არაქისის კარაქის კონვერტორის მონაცემებს თუ დაიმახსოვრებთ, მარტივად გამოთვლით და გაზომავთ, რამდენი გრამია მიწის თხილის კარაქის ერთ კოვზში და, შესაბამისად – რამდენი კილოკალორია.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, არაქისის კარაქიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად მოხმარებაში ზომიერების დაცვაა საჭირო. დიეტოლოგების რეკომენდაციით, მიწის თხილის კარაქის დღიური დოზაა:

  • წონის დაკლების მსურველებისთვის – 25 გრ ანუ 1 სტანდარტული სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი!);
  • წონის შენარჩუნებისა და ჯანმრთელობისთვის – 50 გრ ანუ  2 სტანდარტული სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი!);
  • კუნთოვანი მასის გასაზრდელად – 75 გრ არაქისის კარაქი ანუ 3 სტანდარტული სუფრის კოვზი (თავმოუდგმელი!).

თუ თვლით, რომ არაქისის კარაქი თქვენთვისაა მაშინ შეიძინეთ ჩენს ონლაინ მაღაზიაში ნატურალური ქართული არაქისის კარაქი

პირველი ქართული არაქისის კარაქი „სნექი“ ჯანმრთელობას გისურვებთ!

არაქისის კარაქი დანამატების გარეშე

ყიდვა