უსაფრთხოა თუ არა არაქისის კარაქი ძაღლებისთვის?

როცა გადაწყვეტთ არაქისის კარაქი მიირთვათ და თქვენი ოთხფეხა მეგობარი მოწყალების თვალებით შემოგყურებთ, მისი გამასპინძლებისგან თავშეკავება ნამდვილად ძნელია.

თანაც, თუკი რამ საკვები არსებობს, რომელზეც ძაღლები „ჭკუას კარგავენ“, ეს სწორედაც რომ არაქისის კარაქია, თავისი გამორჩეული, მომლაშო-მოტკბო გემოთი და განსაკუთრებული კონსისტენციით.

ამიტომ, მოდით, გავარკვიოთ:

შეიძლება თუ არა არაქისის კარაქი ს მიცემა ძაღლისთვის?

რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ თქვენი ბუტერბროდი, მით უმეტეს, თუ მასზე, არაქისის კარაქის ქვეშ, ჯემი ან თაფლია გადასმული.

სხვა შემთხვევაში კი, როგორც ვეტერინარები ამბობენ (და ეს, შეგიძლიათ, თავადაც გადაამოწმოთ), არაქისის კარაქის ზომიერად მიცემა ზრდასრული ძაღლებისთვის, ძირითადად, უსაფრთხოა. არაქისის კარაქი შემადგენლობა მდიდარია ცილებით, სასარგებლო ცხიმებით, В და Е ვიტამინებით, რაც შინაური ცხოველის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია;

თუმცა, მაინც უმჯობესია, გაიაროთ კონსულტაცია ვეტერინართან. რაც არ უნდა იყოს არაქისის კარაქი ადამიანების საკვებია და ღრმად უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ თქვენს ძაღლს არ ავნებს.

თუმცა არაქისის კარაქი საკმაოდ სასარგებლოა ადამიანისთვის, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ არაქისის კარაქის სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები ჩვენს ბლოგზე. თუკი მის შეძენას გადაწყვეტთ ეწვიეთ ჩვენს პროდუქტების გვერდს.

როგორი უნდა იყოს არაქისის კარაქის ზომიერი დოზა ძაღლისთვის?

არაქისის კარაქში ცხიმის დიდი შემცველობაა, ამიტომ ცუდი იდეა იქნება დღეში და თუნდაც კვირაში რამდენჯერმე მიცემა. ამ სასარგებლო პროდუქტის ბოროტად გამოყენებამ შეიძლება, ცხოველი გაასუქოს და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეუქმნას – მაგალითად, პანკრეატიტი გამოიწვიოს.

შეგიძლიათ, კვირაში ერთხელ, ერთი სუფრის კოვზი ულუფით გაუმასპინძლდეთ. რა შეეხება თავად ულუფის მოცულობას, ბევრი ვეტერინარი არა მხოლოდ არაქისის კარაქის, არამედ, ზოგადად, ასეთი გემრიელობების ძაღლისთვის მიცემისას პატრონებს ურჩევს, „10 პროცენტის“ წესი დაიცვან – ანუ ტკბილეულის ულუფამ არ უნდა გადააჭარბოს თქვენი ოთხფეხა მეგობრის დღის რაციონის 10%-ს.

თუკი ამ სნექს პირველად აძლევთ, არაქისის კარაქიანი კოვზი ერთხელ ან, მაქსიმუმ, ორჯერ უნდა გაალოკვინოთ, შემდეგ კი დააკვირდით მის მდგომარეობას.

რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს არაქისის კარაქი ძაღლისთვის?

არის რამდენიმე ნიუანსი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს ძაღლის პატრონმა.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღებით გაეცანით  არაქისის კარაქის შემადგენლობას, რომლის შესახებ ინფორმაციაც ეტიკეტზეა დატანილი. არაქისის კარაქის ზოგიერთი მწარმოებელი შაქრის შემცვლელს იყენებს, რომელიც ცნობილია, როგორც ქსილიტი, თუმცა თავად ეტიკეტზე შეიძლება მხოლოდ „დამატკბობელი“ ეწეროს. ეს ნივთიერება ადამიანისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევა და ხშირად გვხვდება ნაწარმში შაქრის გარეშე, როგორიც არის საღეჭი რეზინი, პიტნის კანფეტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეულის ზოგიერთი სახეობა და ასე შემდეგ, თუმცა ძაღლისთვის შეიძლება, ძალიან ტოქსიკური აღმოჩნდეს. საქმე ის არის, რომ ქსილიტმა შეიძლება, სისხლში ინსულინის მკვეთრი დაცემა გამოიწვიოს, რაც ცხოველის სიცოცხლისთვის სახიფათოა. ქსილიტით ძაღლის მოწამვლის ძირითადი სიმპტომები კი ასეთია: სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვები…

არაქისის კარაქის რომელი სახეობის მიცემა შეიძლება ძაღლისთვის?

თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის ნატურალური არაქისის კარაქი უნდა შეარჩიოთ, ანუ არაქისის კარაქი დანამატების გარეშე. ნატურალური არაქისის კარაქი მხოლოდ არაქისს შეიცავს და არ შეგექმნებათ საშიშროება, რომ თქვენი ძაღლი ისეთ ინგრედიენტებს მიიღებს, როგორიც არის შაქარი, სიმინდის სიროფი, ხელოვნური დამატკბობლები (მაგალითად – ქსლიტი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ) და ასევე სხვა კონსერვანტები, რომლებიც ცხოველის ჯანმრთელობისთვის შეიძლება, პოტენციურად სახიფათო იყოს.

მოერიდეთ ისეთ არაქისის კარაქის შეძენას, რომლის ეტიკეტზეც წაიკითხავთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის უცხიმოა და მასში შაქრის დაბალი შემცველობაა, რადგან ასეთ  პროდუქტში, დიდი ალბათობით, იქნება დანამატები გემოს მისაცემად. მათ შორის, შეიძლება, შეიცავდეს ნატრიუმის ქლორიდს (სუფრის მარილს), რომელიც ასევე პრობლემას შეუქმნის ძაღლის ორგანიზმს.

აქვე გაითვალისწინეთ – ძაღლისთვის არ შეიძლება მთლიანი არაქისის მარცვლების მიცემა, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ამან ცხოველის კუჭ-ნაწლავზე უარყოფითად იმოქმედოს და გაუვალობაც კი გამოიწვიოს.

დასკვნის სახით:

მოკლედ, მას შემდეგ, რაც არაქისის კარაქის ეტიკეტზე პროდუქტის შემადგენლობას გულდასმით გაეცნობით და ამ გემრიელი სნექის ძაღლის რაციონში ჩართვისთვის ვეტერინარისგან თანხმობას მიიღებთ, შეგიძლიათ, პირდაპირ კოვზიდან გაუმასპინძლდეთ ან საგანგებოდ მისთვის მომზადებულ დესერტში გაურიოთ.

თუმცა მაინც – ვიდრე არაქისის კარაქის ქილას გახსნით, შებრაწულ პურზე გადაისვამთ და მირთმევას დააპირებთ, ჯერ სცადეთ და თქვენს ერთგულ მეგობარს მისთვის უფრო სასარგებლო ხილი და ბოსტნეული შესთავაზეთ – იქნებ ამით დაკმაყოფილდეს და არაქისის კარაქიან ბუტერბროდზე მისი დაჟინებული და ნაღვლიანი მზერა აირიდოთ კიდეც თავიდან.

თუ გადაწყვეტთ თვქენთვის ან თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის არაქისის კარაქის შეძენა, ეწვით Snacky.ge – ს და გამიწერეთ საქართველოში წარმოებული ნატურალური არაქისის კარაქი

არაქისის კარაქი დანამატების გარეშე

ყიდვა