ხარისხი და უსაფრთხოება
ჩვენთვის ხარისხი იწყება მაღალი ხარისხის NON-GMO მიწისთხილის შერჩევით და გრძელდება წარმოების პროცესის ყველა ეტაპზე. ვზრუნავთ, რომ თითოეული ქილა მომხმარებლამდე მივიდეს უსაფრთხო, ახალი და სტაბილურად მაღალი ხარისხით.
ნედლეულის ხარისხს ვაკონტროლებთ როგორც მომწოდებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, ასევე დამოუკიდებელი ლაბორატორიული კვლევებით, რომლებსაც რეგულარულად ვატარებთ.
პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სისტემატურად ვატარებთ ლაბორატორიულ კვლევებს და ვფლობთ შესაბამის სერტიფიკატებს
მოხალვიდან და გაფრცქვნიდან დაწყებული, გაგრილების, გატარების, ჩამოსხმისა და შეფუთვის ჩათვლით, წარმოების სრულ ციკლს ვმართავთ ჩვენ. წარმოების პროცესში მიწისთხილს ვაშორებთ შიდა გულს, რის შედეგადაც რჩება მხოლოდ ლებანი, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის მაღალ ხარისხს, არომატულ გემოსა და ნაზ ტექსტურას.
წარმოების პროცესში კონტროლდება მიწისთხილის ტენიანობა, ხოლო მოხალვის ტემპერატურა დარეგულირებულია ისე, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს მისი ბუნებრივი თვისებები და არომატი.
ქილები სპეციალური დანადგარით გადის სტერილიზაციის პროცესს. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს კი საწარმო საფუძვლიანად ირეცხება და იწმინდება, ხოლო ჩვენი გუნდი მკაცრად იცავს ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.