წესები და პირობები
ბოლო განახლების თარიღი: 05.09.2026
ტერმინთა განმარტება
შპს „სნექი ++“ წინამდებარე დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც „კომპანია“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“.
„მომხმარებელი“ ან „თქვენ“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც ვებგვერდს იყენებს ან „პროდუქტს“ უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით იძენს.
„პროდუქტი“ ნიშნავს ვებგვერდზე გასაყიდად შეთავაზებულ ნებისმიერ პროდუქტს.
„შეკვეთა“ ნიშნავს „მომხმარებლის“ მიერ ვებგვერდის მეშვეობით წარმოდგენილ მოთხოვნას „პროდუქტის“ შეძენისა და მიწოდების შესახებ.
„ვებგვერდი“ ნიშნავს Snacky.ge-ს, რომლის მეშვეობითაც „მომხმარებელს“ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია „პროდუქტის“ შესახებ, შეარჩიოს „პროდუქტი“ და განათავსოს „შეკვეთა“.
ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს „მომხმარებელსა“ და „კომპანიას“ შორის დადებულ ორმხრივად სავალდებულო ხელშეკრულებას.
ვებგვერდის დათვალიერება შესაძლებელია „შეკვეთის“ განთავსების გარეშე. „შეკვეთის“ განთავსებამდე „მომხმარებელს“ უნდა ჰქონდეს წინამდებარე წესებისა და პირობების გაცნობის, შენახვის ან ამობეჭდვის რეალური შესაძლებლობა.
„შეკვეთის“ განთავსებისას „თქვენ“, ცალკე, წინასწარ მოუნიშნავი ველის მონიშვნით, ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. კონფიდენციალურობის პოლიტიკის გაცნობა და მარკეტინგული კომუნიკაციის მიღებაზე ან არასავალდებულო ქუქი-ფაილების გამოყენებაზე თანხმობა დამოუკიდებელი საკითხებია და არ უნდა იყოს გაერთიანებული აღნიშნულ თანხმობასთან.
თუ სრულწლოვანი არ ხართ ან თქვენი ქმედუნარიანობა კანონით შეზღუდულია, „შეკვეთა“ უნდა განათავსოთ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და ზედამხედველობით.
„პროდუქტის“ შესახებ ინფორმაცია
„ჩვენ“ ვცდილობთ, ვებგვერდზე განვათავსოთ „პროდუქტის“ ზუსტი, სრული და „მომხმარებლისთვის“ გასაგები აღწერა, მათ შორის, „პროდუქტის“ დასახელება, მწარმოებელი, ინგრედიენტები, ალერგენები, ნეტო წონა, შენახვისა და გამოყენების პირობები, კვებითი ღირებულება, კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ინფორმაცია და სხვა არსებითი მახასიათებლები.
„პროდუქტის“ ონლაინ შეთავაზებისას კანონით სავალდებულო ინფორმაცია „მომხმარებლისთვის“ ხელმისაწვდომი იქნება მის შეძენამდე, გარდა იმ მონაცემისა, რომლის წინასწარ განთავსებას კანონმდებლობა არ მოითხოვს.
„პროდუქტის“ ზუსტი შემადგენლობისა და მასში შემავალი ინგრედიენტების შესახებ ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსებულია „პროდუქტის“ ეტიკეტზე.
„მომხმარებელი“ ვალდებულია „პროდუქტის“ შეძენამდე გაეცნოს მისი შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას. თუ გაქვთ ალერგია ან სპეციალური საჭიროება და „პროდუქტის“ თანდართულ ეტიკეტზე შესაბამისი ინფორმაცია „თქვენთვის“ გაურკვეველია, „შეკვეთის“ განთავსებამდე, დაგვიკავშირდით.
„პროდუქტის“ ღირებულება
„პროდუქტის“ ფასი მითითებულია ლარში და მოიცავს კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
მიწოდების ღირებულება, ნებისმიერი სხვა დამატებითი ხარჯი და „შეკვეთის“ ფარგლებში გადასახდელი სრული თანხა „თქვენ“ გეცნობებათ „შეკვეთის“ საბოლოოდ განთავსებამდე.
„პროდუქტისა“ და მიწოდების ფასები შესაძლოა პერიოდულად შეიცვალოს. ცვლილება არ გავრცელდება უკვე მიღებულ „შეკვეთაზე“, გარდა „მომხმარებელთან“ შეთანხმებისა ან კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თუ „შეკვეთის“ მიღებამდე გამოვლინდა აშკარა ტექნიკური შეცდომა ფასში ან აღწერაში, „ჩვენ“ დაუყოვნებლივ გაცნობებთ ამის შესახებ და შემოგთავაზებთ „შეკვეთის“ სწორი მონაცემებით განთავსებას ან მის გაუქმებას. ასეთ შემთხვევაში უკვე გადახდილი თანხა „მომხმარებელს“ დაუბრუნდება.
„მომხმარებლის“ მიერ „შეკვეთის“ გაფორმება და „პროდუქტის“ შეძენა
„პროდუქტის“ შერჩევისა და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდეგ, ახალი „მომხმარებლის“ ან ავტორიზაციის გარეშე „შეკვეთის“ განთავსების შემთხვევაში, „თქვენ“ უნდა მიუთითოთ „შეკვეთის“ გაფორმებისა და მიწოდებისთვის აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სახელი, მობილური ტელეფონის ნომერი და მისამართი, რომელზეც გსურთ „შეკვეთის“ მიღება.
„პროდუქტის“ საფასურის გადახდის მიზნით „მომხმარებელი“ გადამისამართდება ანგარიშსწორების შესაბამის გვერდზე. „შეკვეთის“ საბოლოოდ დადასტურებამდე „თქვენ“ შესაძლებლობა გაქვთ, გადაამოწმოთ და, საჭიროების შემთხვევაში, შეასწოროთ კალათაში მოთავსებული „პროდუქტები“, მათი რაოდენობა, მიწოდების მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, არჩეული გადახდისა და მიწოდების მეთოდი, „პროდუქტების“ ფასი, მიწოდების საფასური და „შეკვეთის“ სრული ღირებულება.
„თქვენ“ ვალდებული ხართ მიუთითოთ ზუსტი, სრული და მოქმედი საკონტაქტო ინფორმაცია და მიწოდების მისამართი. თუ შეფერხება გამოწვეულია „მომხმარებლის“ მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მითითებით, „კომპანია“ მასზე პასუხისმგებელი არ არის, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც უშუალოდ „ჩვენი“ მოქმედებით ან უმოქმედობითაა გამოწვეული. შესაძლებლობის ფარგლებში, „ჩვენ“ შევეცდებით თქვენთან დაკავშირებას და მონაცემების დაზუსტებას.
„შეკვეთის“ ელექტრონულად მიღებისთანავე „თქვენ“ გამოგეგზავნებათ შესაბამისი დასტური. ავტომატური შეტყობინება მხოლოდ „შეკვეთის“ ტექნიკურად მიღებას ადასტურებს, თუ მასში პირდაპირ არ არის მითითებული, რომ „შეკვეთა“ მიღებულია შესასრულებლად. ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მას შემდეგ, რაც „ჩვენ“ ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა საშუალებით დაგიდასტურებთ „შეკვეთის“ შესასრულებლად მიღებას.
შეძენილი „პროდუქტისა“ და „შეკვეთის“ სტატუსის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება „მომხმარებელს“ შეუძლია საკუთარ პირად გვერდზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან „შეკვეთის“ დადასტურებისას მიღებული ელექტრონული შეტყობინების საშუალებით.
„კომპანია“ უფლებამოსილია არ მიიღოს ან გააუქმოს „შეკვეთა“:
-
თუ არსებობს თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციის დასაბუთებული ეჭვი;
-
თუ „მომხმარებლის“ მიერ მითითებული არასწორი ან არასრული მონაცემები შეუძლებელს ხდის „შეკვეთის“ დამუშავებას ან მიწოდებას;
-
თუ გადახდა არ დადასტურდა;
-
თუ „პროდუქტი“ აღარ არის ხელმისაწვდომი;
-
თუ გამოვლინდა აშკარა ტექნიკური შეცდომა „პროდუქტთან“, მის ფასთან ან აღწერასთან დაკავშირებით;
-
თუ „შეკვეთის“ შესრულება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
ასეთ შემთხვევაში „ჩვენ“ გონივრულ ვადაში გაცნობებთ „შეკვეთის“ გაუქმების მიზეზს, ხოლო წინასწარ გადახდილი თანხა „მომხმარებელს“ დაუბრუნდება დაყოვნების გარეშე.
„პროდუქტის“ საფასურის გადახდა თავისთავად არ ნიშნავს „პროდუქტზე“ საკუთრების უფლების ან მისი შემთხვევით დაღუპვისა და გაფუჭების რისკის „მომხმარებელზე“ გადასვლას. აღნიშნული უფლება და რისკი „მომხმარებელზე“ გადადის „პროდუქტის“ მისთვის ან მის მიერ უფლებამოსილი მესამე პირისთვის ფაქტობრივად გადაცემის მომენტიდან, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ანგარიშსწორების წესი
Snacky.ge-ზე განთავსებული „შეკვეთის“ საფასურის გადახდა ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით, „შეკვეთის“ გაფორმების პროცესში „მომხმარებლისთვის“ შეთავაზებული გადახდის საშუალებების გამოყენებით, მათ შორის, Flitt-ის საგადახდო სისტემის მეშვეობით.
„შეკვეთის“ საბოლოოდ გაფორმებისას „თქვენ“ ვებგვერდიდან გადამისამართდებით თქვენს მიერ არჩეული ბანკის ან სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის დაცულ ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უშუალოდ მიუთითებთ გადახდისთვის საჭირო მონაცემებს, მათ შორის, შესაბამის შემთხვევაში, საბანკო ბარათის მონაცემებს.
ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება შესაბამისი ბანკის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ, მისივე წესების, უსაფრთხოების პროცედურებისა და ავტორიზაციის მოთხოვნების შესაბამისად. „თქვენ“ პასუხისმგებელი ხართ, რომ გამოყენებული საგადახდო საშუალება კანონიერად გეკუთვნით ან შესაბამისი მფლობელის ნებართვით გამოიყენება და მასზე საკმარისი თანხაა ხელმისაწვდომი.
„ჩვენ“ არ ვიღებთ და არ ვინახავთ „მომხმარებლის“ საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს, მათ შორის, ბარათის ნომერს, მოქმედების ვადასა და უსაფრთხოების კოდს. აღნიშნული მონაცემები „თქვენ“ შეგყავთ უშუალოდ ბანკის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის დაცულ გვერდზე. „კომპანიას“ შესაძლოა მიეწოდოს მხოლოდ ტრანზაქციის შესრულებისთვის საჭირო შეზღუდული ტექნიკური ინფორმაცია, მათ შორის, ტრანზაქციის სტატუსი, იდენტიფიკატორი და გადახდილი თანხა.
გადახდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში „თქვენს“ ეკრანზე გამოჩნდება შესაბამისი შეტყობინება, ხოლო „შეკვეთისა“ და ანგარიშსწორების შესახებ დასტური გაიგზავნება თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან სხვა შეთანხმებულ საკომუნიკაციო არხზე.
„პროდუქტის“ მიწოდება
„პროდუქტის“ მიწოდება ხორციელდება „თქვენს“ მიერ მითითებულ მისამართზე შეკვეთის დადასტურებიდან არაუგვიანეს [თბილისი - 1 სამუშაო დღეში. რეგიონები - 3-5 სამუშაო დღე] ვადაში. მიწოდების ღირებულება არის [თბილისი 5 ₾. რეგიონები - 8 ₾].
„მომხმარებელი“ ვალდებულია მიუთითოს სწორი და სრული მისამართი და მოქმედი საკონტაქტო ნომერი, აგრეთვე უზრუნველყოს შეთანხმებულ დროსა და ადგილზე „პროდუქტის“ მიღება.
მიწოდების დაგვიანების შემთხვევაში „კომპანია“ ამის შესახებ აცნობებს „მომხმარებელს“ და შეათანხმებს მიწოდების ახალ ვადას. თუ „პროდუქტი“ დამატებით შეთანხმებულ გონივრულ ვადაშიც არ მიეწოდება, „მომხმარებელი“ უფლებამოსილია გააუქმოს „შეკვეთა“ და მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება, რომელიც განხორციელდება მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს [1-3 სამუშაო დღეში] ვადაში.
„პროდუქტის“ დაბრუნებისა და შეცვლის წესი
„მომხმარებელი“ უფლებამოსილია მოითხოვოს „პროდუქტის“ დაბრუნება ან შეცვლა, თუ მიღებისას „პროდუქტი“ დაზიანებულია ან მიწოდებული „პროდუქტი“ სახეობის, რაოდენობის ან სხვა მახასიათებლის მიხედვით არ შეესაბამება განთავსებულ შეკვეთას.
„მომხმარებელმა“ „პროდუქტი“ უნდა შეამოწმოს კურიერის თანდასწრებით, მის წასვლამდე, ხოლო შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყონებლივ დაუკავშირდეს „კომპანიას“ ელექტრონულ ფოსტაზე [hey@snacky.ge] ან ტელეფონის ნომერზე [511 402 906] და მიუთითოს შეკვეთის ნომერი, მოთხოვნის საფუძველი და, შესაძლებლობის შემთხვევაში, წარადგინოს შესაბამისი ფოტომასალა.
დაბრუნებამდე „მომხმარებელმა“ უნდა შეინახოს „პროდუქტი“, მისი შეფუთვა და შეკვეთასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში.
„კომპანია“ მოთხოვნის მიღებიდან 2 დღის ვადაში დაუკავშირდება „მომხმარებელს“ დაბრუნების პროცედურის შესათანხმებლად და მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურების შემთხვევაში თავისი ხარჯით უზრუნველყოფს „პროდუქტის“ უკან წაღებას და მის შეცვლას ან გადახდილი თანხის დაბრუნებას არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში, იმავე გადახდის საშუალებით, რომლითაც განხორციელდა ანგარიშსწორება.
მოქმედების ვადა და შეწყვეტა
ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებული პირობები „მომხმარებლის“ მიმართ მოქმედებას იწყებს Snacky.ge-ის გამოყენების მომენტიდან, ხოლო კონკრეტულ „შეკვეთასთან“ დაკავშირებული პირობები „მომხმარებლის“ მიერ „შეკვეთის“ გაფორმებისა და წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობის გამოხატვის მომენტიდან.
„თქვენ“ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ ვებგვერდით სარგებლობა და, შესაბამისი ფუნქციის არსებობის შემთხვევაში, მოითხოვოთ საკუთარი ანგარიშის გაუქმება.
ვებგვერდით სარგებლობის შეწყვეტა ან „მომხმარებლის“ ანგარიშის გაუქმება არ აუქმებს:
-
უკვე გაფორმებულ ან შესრულების პროცესში მყოფ „შეკვეთას“;
-
„მომხმარებლის“ ან „კომპანიის“ მიერ ნაკისრ შეუსრულებელ ვალდებულებას;
-
დაზიანებული ან „შეკვეთასთან“ შეუსაბამო „პროდუქტის“ დაბრუნებასთან, შეცვლასთან ან, შესაბამის შემთხვევაში, თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ უფლებებსა და ვალდებულებებს;
-
იმ პირობებს, რომლებიც, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც უნდა მოქმედებდეს.
„ჩვენ“ უფლებამოსილი ვართ დროებით შევზღუდოთ ან შევწყვიტოთ „მომხმარებლის“ წვდომა ვებგვერდის შესაბამის ფუნქციებზე, თუ არსებობს წინამდებარე წესებისა და პირობების არსებითი დარღვევა, თაღლითობის ან უნებართვო ტრანზაქციის დასაბუთებული ეჭვი, უსაფრთხოების რისკი ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. შესაძლებლობის ფარგლებში, „თქვენ“ წინასწარ ან შეზღუდვის განხორციელებისთანავე გეცნობებათ შეზღუდვის მიზეზი.
ვებგვერდით სარგებლობის შეწყვეტა ან „მომხმარებლის“ ანგარიშის გაუქმება არ ზღუდავს „მომხმარებლის“ უფლებას, კანონმდებლობითა და წინამდებარე წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად მოითხოვოს მიღებისას დაზიანებული ან „შეკვეთასთან“ შეუსაბამო „პროდუქტის“ დაბრუნება, შეცვლა ან, შესაბამის შემთხვევაში, გადახდილი თანხის ანაზღაურება.
მესამე პირების ვებგვერდები და მომსახურებები
Snacky.ge შესაძლოა შეიცავდეს მესამე პირების ვებგვერდებზე, გადახდის სისტემებზე, სოციალურ ქსელებზე ან სხვა დამოუკიდებელ მომსახურებებზე გადასასვლელ ბმულებს.
„ჩვენ“ არ ვაკონტროლებთ დამოუკიდებელი მესამე პირის ვებგვერდის შინაარსს, უსაფრთხოებას, ხელმისაწვდომობას, გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას. გარე ბმულის განთავსება არ ნიშნავს შესაბამისი ვებგვერდის, „პროდუქტის“ ან მომსახურების „კომპანიის“ მიერ უპირობო მოწონებას ან რეკომენდაციას. „თქვენ“ გირჩევთ, მესამე პირის ვებგვერდით ან მომსახურებით სარგებლობამდე გაეცნოთ მისი გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
აღნიშნული დათქმა არ გამორიცხავს ან ზღუდავს „კომპანიის“ პასუხისმგებლობას იმ მესამე პირების მოქმედებებისთვის, რომლებსაც „ჩვენ“ ვიყენებთ „შეკვეთის“ შესრულების, ანგარიშსწორების, მიწოდების ან სხვა მომსახურების გაწევის პროცესში, თუ ასეთი პასუხისმგებლობა „კომპანიას“ საქართველოს კანონმდებლობით ეკისრება.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დავის ან უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში „ჩვენ“ და „თქვენ“ შევეცდებით საკითხის კეთილსინდისიერი მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას.
მოლაპარაკება არ წარმოადგენს „მომხმარებლის“ მიერ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების სავალდებულო წინაპირობას. „მომხმარებელი“ უფლებამოსილია საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს საერთო სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს.
თუ დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა ვერ მოხერხდება, იგი განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე დებულების ბათილად, უკანონოდ ან აღუსრულებლად ცნობა არ გამოიწვევს დოკუმენტის სხვა დებულებების ბათილობას. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი დებულება შეიცვლება ან განიმარტება იმგვარად, რომ მაქსიმალურად შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.
ცვლილებები და დამატებები
„ჩვენ“ უფლებამოსილი ვართ პერიოდულად განვაახლოთ წინამდებარე წესები და პირობები ვებგვერდის ფუნქციონირების, მომსახურების პირობების ან მოქმედი კანონმდებლობის ცვლილების გათვალისწინებით.
განახლებული დოკუმენტი გამოქვეყნდება Snacky.ge-ზე და მასში მიეთითება მისი ძალაში შესვლის ან ბოლო განახლების თარიღი.
კონკრეტული „შეკვეთის“ მიმართ გამოიყენება მისი გაფორმების მომენტში მოქმედი წესები და პირობები. შემდგომი ცვლილება უკვე გაფორმებული „შეკვეთის“ პირობებს არ შეცვლის, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა ან „მომხმარებელთან“ შეთანხმებისა.
საკონტაქტო ინფორმაცია
თუ წინამდებარე წესებსა და პირობებთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვა ან გსურთ მოთხოვნის ან პრეტენზიის წარდგენა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
ელექტრონული ფოსტა: hey@snacky.ge