კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლების თარიღი: 05.09.2026
ზოგადი ინფორმაცია
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ რა სახის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს და ამუშავებს Snacky.ge, რა მიზნით და სამართლებრივი საფუძვლით ვიყენებთ აღნიშნულ მონაცემებს, ვის შეიძლება გავუზიაროთ ისინი და როგორ ვიცავთ მათ.
წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, რომელიც სარგებლობს Snacky.ge-ით, ქმნის პირად ანგარიშს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან განათავსებს შეკვეთას.
პერსონალური მონაცემების დამუშავება შეიძლება მოიცავდეს მათ შეგროვებას, შენახვას, გამოყენებას, შეცვლას, გადაცემას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.
Snacky.ge წარმოადგენს შეგროვებული პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
რა მონაცემებს ვამუშავებთ?
Snacky.ge-ით სარგებლობისა და შეკვეთის განთავსებისას შესაძლოა დავამუშაოთ შემდეგი პერსონალური მონაცემები:
-
სახელი და გვარი;
-
მობილური ტელეფონის ნომერი;
-
ელექტრონული ფოსტის მისამართი;
-
მიწოდების მისამართი;
-
შეკვეთის დეტალები, მათ შორის, შეძენილი პროდუქტები, მათი რაოდენობა და ღირებულება;
-
ანგარიშსწორების სტატუსი, ტრანზაქციის იდენტიფიკატორი და გადახდილი თანხა;
-
ჩვენთან განხორციელებული კომუნიკაციისა და წარდგენილი მოთხოვნის ან პრეტენზიის შესახებ ინფორმაცია;
-
პირადი ანგარიშის სარეგისტრაციო მონაცემები Snacky.ge-ზე;
-
ტექნიკური ინფორმაცია, მათ შორის, IP მისამართი, მოწყობილობისა და ბრაუზერის ტიპი, ვებგვერდზე ვიზიტის დრო და შესრულებული მოქმედებები.
საბანკო ბარათის მონაცემები შეგყავთ უშუალოდ ბანკის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის დაცულ გვერდზე. ჩვენ არ გვაქვს წვდომა თქვენი საბანკო ბარათის სრულ მონაცემებზე და ვიღებთ მხოლოდ ტრანზაქციის შესრულებასთან დაკავშირებულ შეზღუდულ ინფორმაციას.
მონაცემების მიღების წყაროები
პერსონალურ მონაცემებს ვიღებთ:
-
უშუალოდ თქვენგან, Snacky.ge-ზე ინფორმაციის მითითებისას;
-
თქვენთან სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა სახის კომუნიკაციისას;
-
Snacky.ge-ით სარგებლობისას;
-
ბანკისგან ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან ანგარიშსწორების სტატუსის შესახებ;
-
საკურიერო ან სხვა მომსახურების მიმწოდებლისგან შეკვეთის შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ფარგლებში.
შეკვეთის გაფორმების ფორმაში სავალდებულოდ მონიშნული პერსონალური მონაცემების მიწოდება აუცილებელია გარიგების დასადებად და შეკვეთის შესასრულებლად. აღნიშნული მონაცემების არმიწოდების შემთხვევაში ვერ შევძლებთ შეკვეთის მიღებას, დამუშავებას ან მიწოდებას.
მონაცემთა დამუშავების მიზნები და საფუძვლები
პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი მიზნებისთვის:
-
შეკვეთის მიღება, დამუშავება და შესრულება;
-
პროდუქტის მიწოდება;
-
ანგარიშსწორების დადასტურება;
-
თქვენთან კომუნიკაცია და მომსახურების გაწევა;
-
მოთხოვნის ან პრეტენზიის განხილვა;
-
Snacky.ge-ის უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
-
თაღლითობისა და ვებგვერდის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
-
ვებგვერდისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
-
კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება;
-
ჩვენი კანონიერი ინტერესებისა და სამართლებრივი მოთხოვნების დაცვა;
მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველია თქვენთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ან თქვენი მოთხოვნით გარიგების დადება, თქვენთვის მომსახურების გაწევა, ჩვენთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და კანონიერი ინტერესების დაცვა.
მხოლოდ Snacky.ge-ით სარგებლობა არ მიიჩნევა თანხმობად ისეთი მონაცემების დამუშავებაზე, რომლისთვისაც კანონმდებლობა თქვენს ცალკე თანხმობას მოითხოვს.
მონაცემების გაზიარება
პერსონალური მონაცემები შესაძლოა გავუზიაროთ:
-
საკურიერო მომსახურების მიმწოდებელს პროდუქტის მიწოდების უზრუნველსაყოფად;
-
ბანკს ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის, Flitt-ის საგადახდო სისტემას, ანგარიშსწორების განხორციელებისა და ტრანზაქციის დამუშავების მიზნით;
-
შესაბამის სახელმწიფო ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
-
სხვა პირს მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე.
საკურიერო მომსახურების მიმწოდებელს შესაძლოა გადაეცეს თქვენი სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ნომერი და შეკვეთის მიწოდებისთვის აუცილებელი დეტალები. აღნიშნული მონაცემები მას გადაეცემა მხოლოდ მიწოდების განხორციელების მიზნით.
მომსახურების მიმწოდებელი პირები ვალდებული არიან პერსონალური მონაცემები დაამუშაონ მხოლოდ განსაზღვრული მიზნით, სათანადო კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პირობების დაცვით.
ქუქი-ფაილები
Snacky.ge იყენებს ქუქი-ფაილებს. ქუქი-ფაილების სახეების, გამოყენების მიზნების, მათი მართვისა და შესაბამისი თანხმობის შეცვლის ან გამოხმობის შესახებ ინფორმაცია მოცემულია Snacky.ge-ზე განთავსებულ ქუქი-ფაილების პოლიტიკაში.
მონაცემების შენახვის ვადა
Snacky.ge პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.
პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მათი დამუშავების მიზნით ან კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად.
Snacky.ge მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვეთისა და მოხმარებელთან კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას ინახავს 3 (სამი) წლის ვადით.
თუ Snacky.ge-ზე პირადი ანგარიშის ფუნქცია არსებობს, ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები ინახება ანგარიშის მოქმედების პერიოდში, ხოლო მისი გაუქმების შემდეგ - მხოლოდ იმ მოცულობითა და ვადით, რომლის შენახვაც აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების დასაცავად.
უსაფრთხოება
Snacky.ge-ისთვის მნიშვნელოვანია თქვენ მიერ მოწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა. თუ Snacky.ge-ზე პირადი ანგარიში გაგაჩნიათ, მასზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ თქვენ მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და პაროლის საშუალებით. გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაუზიაროთ მესამე პირებს.
ჩვენ ვიღებთ სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად. მიუხედავად ამისა, ვერ ვიძლევით მონაცემთა უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიას მესამე პირების მიერ განხორციელებული უკანონო შეღწევის ან სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შემთხვევაში.
თქვენი უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ:
-
მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, მუშავდება თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები და რა მიზნით;
-
გაეცნოთ თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემებს და მიიღოთ მათი ასლი;
-
მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება;
-
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
-
მოითხოვოთ მონაცემების დაბლოკვა;
-
ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თანხმობა, თუ მონაცემთა დამუშავება თანხმობას ეფუძნება;
-
თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სასამართლოს;
-
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები.
არასრულწლოვნები
Snacky.ge-ს არ აქვს შესაძლებლობა ყველა შემთხვევაში დამოუკიდებლად გადაამოწმოს თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, თქვენი ასაკი.
თუ კანონმდებლობა ვებგვერდით სარგებლობისთვის, შეკვეთის განთავსებისთვის ან პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას მოითხოვს, ჩვენ უფლებამოსილი ვართ მივიღოთ გონივრული ზომები ასეთი თანხმობის არსებობის დასადასტურებლად.
თუ ჩვენთვის ცნობილი გახდება, რომ არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემები შესაბამისი თანხმობის ან სხვა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მუშავდება, შევწყვეტთ მათ დამუშავებას და, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, წავშლით ან გავანადგურებთ მათ.
თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვანი Snacky.ge-ით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის ან კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე სარგებლობს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
მესამე პირების ვებგვერდები
Snacky.ge შესაძლოა შეიცავდეს მესამე პირების ვებგვერდებზე გადასასვლელ ბმულებს. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი დამოუკიდებელი მესამე პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. გირჩევთ, გაეცნოთ შესაბამისი ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
პოლიტიკის ცვლილება
ჩვენ უფლებამოსილი ვართ პერიოდულად განვაახლოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება Snacky.ge-ზე და მასში მიეთითება ბოლო განახლების თარიღი.
თუ ცვლილება არსებით გავლენას მოახდენს თქვენი მონაცემების დამუშავებაზე ან საჭიროებს თქვენს თანხმობას, აღნიშნულის შესახებ დამატებით გეცნობებათ და, საჭიროების შემთხვევაში, ხელახლა მოგეთხოვებათ თანხმობის გამოხატვა.
საკონტაქტო ინფორმაცია
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული შეკითხვის, მოთხოვნის ან პრეტენზიის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ელექტრონული ფოსტა: hey@snacky.ge