ჩვენ შესახებ

ვინ ვართ

ჩვენ ვართ snacky™ და საქართველოში ვაწარმოებთ მიწისთხილის კარაქს და ვქმნით ისეთ პროდუქტს, რომელიც მარტივად გახდება ყოველდღიური კვების ნაწილი.

რას ვაკეთებთ

ჩვენ ვაწარმოებთ მიწისთხილის კარაქს დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე, რომელიც არის ყოველთვის ჯანსაღი და გემრიელი, ნაზი და კრემისებრი, უშაქრო და უგლუტენო. მზადდება მხოლოდ 100% NON-GMO და ახლად მოხალული მიწისთხილის მარცვლებისგან.

რით განვსხვავდებით

მოხალვიდან და გაფრცქვნიდან დაწყებული, გაგრილების, გატარების, ჩამოსხმისა და შეფუთვის ჩათვლით, წარმოების სრულ ციკლს ვმართავთ ჩვენ. პროცესში მიწისთხილი ცალკევდება შიდა გულისგან და რჩება მხოლოდ ლებანი, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის მაღალ ხარისხს, არომატულ გემოსა და ნაზ ტექსტურას.

მუდმივად ვმუშაობთ, რომ განვვითარდეთ, შემოგთავაზოთ სასიამოვნო სიახლეები და შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელსაც თავადაც სიამოვნებით მივირთმევთ.

რატომ ვაკეთებთ

ჩვენ არ ვართ მხოლოდ მწარმოებლები. გარდა წარმოებისა, აქტიურად ვუჭერთ მხარს სპორტულ, სოციალურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს.

გვჯერა, რომ სნექი მხოლოდ პროდუქტი არ არის. ეს არის ადამიანების, ოჯახებისა და ჯანსაღი ურთიერთობების გაერთიანების საშუალებაა.

ჩვენ ვართ ბრენდი, რომელიც მხარს უჭერს კარგ საქმეს და დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. გვჯერა, რომ პატარა ჯანსაღ ჩვევას დიდი ცვლილების მოტანა შეუძლია.

რატომ გვენდობიან

ჩვენთვის ხარისხი და უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. დაცული გვაქვს ყველა ნორმა, დანერგილი გვაქვს სურსათის უვნებლობის სისტემა HACCP და საწარმოში მუშაობა შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს.

ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თქვენამდე მოვიდეს ხარისხიანი, უსაფრთხო და გემრიელი პროდუქტი.