არაქისის კარაქის ისტორია – როგორ გახდა ამერიკელთა საყვარელი ხემსი და ჰოლივუდური ფილმების „პერსონაჟი“

არაქისის კარაქი – ინგლისურად – Peanut Butter ამერიკელებისთვის მხოლოდ საყვარელი ნუგბარი არ არის. მას თავისუფლად შეიძლება კულტურის ნაწილიც კი ვუწოდოთ. შეერთებული შტატები ერთ სულ მოსახლეზე მიწის თხილის კარაქის ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელია. იქ წელიწადში 300 ათას ტონაზე მეტ არაქისის კარაქს მოიხმარენ. ამერიკელები კარაქიან ბუტერბროდს დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, სხვადასხვა კომბინაციით მიირთმევენ: პურით და ჯემით (კლასიკური ვერსია ამერიკული ფილმებიდან), ხილით და ბეკონით. არაქისის კარაქს იყენებენ ნამცხვრებში და ჰუმუსის მოსამზადებლად.

მაინც რა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში არაქისის კარაქის პოპულარობის მიზეზი?

მიუხედავად იმისა, რომ არაქისის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა,  შეერთებულ შტატებში ის შემოვლითი გზით – აფრიკიდან მოხვდა, როდესაც, მონების გადაყვანასთან ერთად, კონტინენტზე ახალი პროდუქტები შეიტანეს.

სამოქალაქო ომის დროს მიწის თხილის პოპულარობა გაიზარდა – მისგან ამზადებდნენ ღვეზელებს, ყავის მსგავს სასმელებს და შოკოლადის შემცვლელადაც კი იყენებდნენ.

ომის შემდეგ არაქისი მთელ ამერიკაში გავრცელდა. მოხალულ თხილს ყველა ქუჩის კუთხეში ყიდდნენ.

არაქისის კარაქის სახით მოხმარება მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც მოხალული მიწის თხილიდან კარაქის დამზადების ლიცენზია კანადელმა ქიმიკოსმა და ფარმაცევტმა მარსელ უსედსონმა (1849-1940) მოიპოვა.

15 წლის შემდეგ, 1898 წელს, არაქისის კარაქის მომზადება ცნობილმა ფიზიოთერაპევტმა და სიმინდის ბურბუშელის შემქმნელმა ჯონ კელოგმაც სცადა და შედეგად საკუთარი მეთოდი დააპატენტა.

ის თავდაპირველად მდიდრებისთვის განკუთვნილ ჯანმრთელ საკვებად მიიჩნეოდა – კელოგმა არაქისის კარაქი თავისი სანატორიუმის მენიუში შეიტანა. არაქისის კარაქი ცილების წყაროდ იქცა ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომლებსაც ხორცის ღეჭვა უჭირდათ. მოგვიანებით, კელოგმა კარაქის კომერციული პოტენციალი გააცნობიერა და მისი გაყიდვა სასურსათო მაღაზიებსა და კაფეებში დაიწყო.

მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა პირველი მანქანა არაქისის ქარხნული წარმოებისთვის, ხოლო 1904 წელს უკვე დაპატანტებული კარაქი სენტ-ლუისის მსოფლიო გამოფენაზე (Louisiana Purchase Exposition) წარადგინეს.

დაახლოებით, იმავე პერიოდში, არაქისმა, როგორც სამეურნეო კულტურამ, შეერთებულ შტატებში ბამბის ჩანაცვლება დაიწყო.

მალე არაქისის კარაქი მდიდრების დელიკატესიდან ყოველდღიურ საკვებად იქცა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედროების მენიუშიც მოხვდა.

არაქისის კარაქის მასობრივი წარმოება 1920-იანი წლებიდან დაიწყო და მწარმოებლებმა შენახვის ვადის გაზრდის გზაც მონახეს. არაქისის კარაქმა პოპულარობის ყველა რეკორდი მოხსნა, როდესაც მცირე რაოდენობით შაქარი დაუმატეს. დიდი დეპრესიის დროს მაღალკალორიული და იაფი სენდვიჩი ბევრისთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი საკვები გახდა.

მას შემდეგ აშშ-ში Peanut Butter-ის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება.

არაქისის კარაქი ამერიკულ კულტურაში

დროთა განმავლობაში მიწის თხილის კარაქმა ამერიკულ კულტურაში შეაღწია. 1916 წელს დაიბადა „მისტერ არაქისი“ – არაქისის ინდუსტრიის თილისმა. მხიარული თხილის გამოსახულებას მეორე მსოფლიო ომის დროს პლაკატებზე ბეჭდავდნენ, ომის შემდგომ კი სხვადასხვა სარეკლამო რგოლებში ასახავდნენ.

ამ საყოველთაო კომპანიაში, რა თქმა უნდა, ჰოლივუდიც ჩაერთო.

ბევრ ჰოლივუდურ ფილმში არაქისის კარაქის სცენები საკულტო გახდა. ასეთია მაგალითად:

  • სცენა ფილმიდან „გაიცანით ჯო ბლექი“ / Meet Joe Black (1998), სადაც ბრედ პიტის პერსონაჟმა არაქისის კარაქს გემო პირველად გაუსინჯა;
  • სცენა ფილმიდან „სამყაროთა ომები“ / War of the Worlds (2005), სადაც ტომ კრუზის გმირი შვილებს არაქისის კარაქის სენდვიჩებით კვებავს.
  • 2019 წელს გამოვიდა ფილმი „არაქისის მიმინო“ / The Peanut Butter Falcon, სადაც მთავარი გმირი მუდმივად არაქისის კარაქს მიირთმევს;
  • 1985 წელს კი გადაიღეს ფილმი „გადაწყვეტილება არაქისის კარაქთან ერთად“ / The Peanut Butter Solution, სადაც ეს პროდუქტი თმის გაზრდის საშუალების საიდუმლო ინგრედიენტს წარმოადგენს.

თუ წლების წინ საქართველოში მიწის თხილის კარაქი იშვიათობა იყო, დღეს ქართველ მომხმარებელს, ჰოლივუდური ფილმის პერსონაჟივით, უკვე აქვს საშუალება, ქართული მიწის თხილის კარაქი ყოველდღიურ რაციონში ჩართოს და მისი სარგებლიანობა თავად გამოსცადოს. სნექი -პირველი ქართული არაქისის კარაქი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ არ შეიცავს დანამატებსა და შაქარს და იდეალური პროდუქტია ჯანსაღი კვებისთვის.

დაბოლოს, არაქისის კარაქის შემადგენლობა ასეთია:

  • ცხიმოვანი ზეთი – 45-55%;
  • სახამებელი – 20%;
  • ცილები – 37%;
  • გლობულინები – 17%;
  • არაქინი და კონარაქინი.
  • ასევე, B6, B3, E ვიტამინები, ტრიტერპენული საპონინები, ამინმჟავები, პურინები, ფენოლკარბონის მჟავები, ლეიკოანიოციანიდინი.

არაქისი სისხლმბად ორგანოებს უკეთ მუშაობაში ეხმარება, ამასთან, სასუნთქი გზების დაავადებათა პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა და ნაოჭების წარმოქმნასაც ხელს უშლის.

არაქისის კალორიულობა მაღალია – ის ყველაზე კალორიული თხილეულია და გულს ყველაზე მეტად უხდება. მასში დიდი რაოდენობით არსებული უჯრედისი ხელს უწყობს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის შენარჩუნებას.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დღეში 67 გრამი არაქისის მიღებით ქოლესტერინის დონე 7%-ით იკლებს და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი 9%-ით მცირდება.

არაქისის კარაქი დანამატების გარეშე

ყიდვა