არაქისის კარაქი საუზმეზე – 6 სწრაფი რეცეპტი

თუკი დილას არაქისის კარაქით დაიწყებთ, ამით საკუთარ ორგანიზმს შეუქმნით პირობას, რომ დილიდანვე საქმეზე კონცენტრირებული და ენერგიული იყოთ, რადგან ამ დროს ამუშავდება მეტაბოლიზმი და თქვენი ორგანიზმი აუცილებელ ცილებს, ვიტამინებსა და მინერალებს მიიღებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ არაქისის კარაქი დაასახელა როგორც ეფექტური საშუალება მწირი რაციონის გასამდიდრებლად.

არაქისის კარაქის შემადგენლობაშია ჯანსაღი ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები (A, B, E, PP) და მინერალები (კალიუმის , ფოსფორის, რკინის და მაგნიუმის, თუთიის). ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიწის თხილი მდიდარია ცილებით, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესში მონაწილეობს. ამიტომ არაქისი სასარგებლოა განსაკუთრებით ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის, რომლებიც ცილების საჭირო მარაგს ქათმით და საქონლის ხორცით ვერ იღებენ.

სხვათა შორის, მიწის თხილი ჯერ კიდევ აცტეკების დრიდან არის ცნობილი, რომლებიც მას ფქვავდნენ და საკვებად იყენებდნენ. არაქისის კარაქი კი ასოცირებულია ჯორჯ ვაშინგტონთან, რადგან ამერიკის პირველ პრეზიდენტს ლომის წილი აქვს ამ მცენარის კულტივირებასა და არაქისის სასარგებლო თვისებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაში.

ახალა კი რეცეპტები არაქისით საუზმისთვის, რომელსაც იმ დროში მოამზადებთ, სანამ თქვენი ერთი ფინჯანი ყავა იხარშება:

1. გადაუსვით არაქისის კარაქი თბილ ტოსტზე

ამ სწრაფი, ნოყიერი და სრულფასოვანი საკვებისთვის დაგჭირდებათ ერთი ნაჭერი პური (უმჯობესია მსხვილად დაღერღილი მარცვლებისგან გამომცხვარი), რომელსაც ტოსტერში გახუხავთ და 1-2 სუფრის კოვზი ქართული მიწის თხილის კარაქი.

ორი სუფრის კოვზი – ეს არაქისის კარაქის სტანდარტული პორციაა. ამ რაოდენობის ენერგეტიკული ღირებულებაა 180-190 კკლ, შეიცავს 8 გრ ცილას და ყოველდღიურად აუცილებელი უჯრედისის 7-10 პროცენტს.

2. გააკეთეთ არაქისის კარაქის და ხილის სენდვიჩი

აიღეთ ორი ნაჭერი სენდვიჩის პური, ორივე ნაჭერზე გადაუსვით არაქისის კარაქი, შემდეგ ერთ ნაჭირზე დააწყვეთ თხლად დაჭრილი ბანანი, მოასხით ცოტა თაფლი და ზედ დააფარეთ მეორე ნაჭერი. მიირთვით ყავასთან ერთად.

გემრიელი, მაგრამ უბრალო საუზმის ნაცვლად, თქვენ საოცარ ტრაპეზს გაუსინჯავთ გემოს. არაქისის კარაქის შემადგენლობაში შემავალი ცილისა და ხილი კომბინაცია საუზმეს სრულფასოვან საკვებად აქცევს და ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესსაც „დაქოქავს“.

3. დაუმატეთ ერთი კოვზი არაქისის კარაქი სმუზის ან შვრიის ფაფას

სმუზის მოსამზადებლად: ბლენდერში ჩაასხით ნახევარი ჭიქა ბერძნული იოგურტი, ჩააგდეთ ერთი ბანანი, ჩაყარეთ ერთი ჭიქა ახალი ან გაყინული კენკრა და ბოლოს დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი არაქისის კარაქი. კარგად ათქვიფეთ. თუ ტკბილი გიყვართ, ერთი კოვზი თაფლის ჩამატებაც შეიძლება. თუკი სმუზი სქელი გამოგივათ, გაათხელეთ რძით ან ფორთოხლის წვენით.

ამ გემრიელი სასმელით თქვენ დილიდანვე მიიღებთ პროტეინების დღიურ ნორმას.

4. არაქისის კარაქით და ნიახურის ძირებით მოამზადეთ საუზმე „ჭიანჭველების ბუდე“

ეს კლასიკური ამერიკული საუზმეა როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვისაც. ნიახურის ძირი სიგრძეზე გაჭერით, ზედ წაუსვით მიწის თხილის კარაქი და მოაყარეთ ქიშმიში. ეს მშვენიერი საშუალებაა, რომ ბავშვებმა ბოსტნეულიც მიიღონ, რომელიც მათ დიდად ნამდვილად არ უყვართ.

5. არაქსის კარაქი პირდაპირ ქილიდან მიირთვით

დიახ, რატომაც არა. მით უფრო, თუკი დილით სადმე გაგვიანდებათ. ორი კოვზი არაქისის კარაქი შესანიშნავად შეგიცვლით სრულფასოვან საუზმეს. ამიტომ, დილის გადარბენის დროს სხვა საკვების ნაჩქარევად ჭამას, არაქისის კარაქი, უდავოდ, სჯობია.

მხოლოდ ერთი რამ გაითვალისწინეთ – თუ გაწუხებთ კითხვა, მიწის თხილი ასუქებს თუ არა, იცოდეთ, რომ, მართალია, მიწის თხილის კალორიულობა მაღალია, მაგრამ ზომიერების შემთხვევაში წონის მომატების საფრთხე არ დაგემუქრებათ. ერთი ეგაა, რომ პირდაპირ ქილიდან მირთმევისას ზომიერების დაცვა, ცოტა არ იყოს, რთულია, რადგან მიწის თხილის კარაქი ძალიან, ძალიან გემრიელია.

6. არაქისის კარაქით გააკეთეთ კლასიკური სენდვიჩი

პროფესიონალი სპორტსმენიდან დაწყებული, ზარმაცი ადამიანით დამთავრებული, არაქისის კარაქის სენდვიჩი ყველასთვის იდეალური საუზმეა. მით უფრო, რომ შეგიძლიათ, ფანტაზიაც ჩართოთ. აი, მაგალითად: აიღეთ ორი ნაჭერი სენდვიჩის პური, ერთ ნაჭერზე გადაუსვით არაქისის კარაქი, შემდეგ ზედ – მურაბა ან ჯემი, ზემოდან დაადეთ პურის მეორე ნაჭერი, მზა სენდვიჩი გაჭერით დიაგონალზე და რძიან ყავასთან ერთად გემრიელად მიირთვით.

არაქისის კარაქი დანამატების გარეშე

ყიდვა