ამ სათაურის წაკითხვის შემდეგ ბევრი გაკვირვებით იკითხავს: როგორ? ცხიმიანი არაქსის კარაქით წონის დაკლება შეიძლება?
დიახ, შეიძლება და უკვე დროა, დავამსხვრიოთ გავრცელებული სტრეოტიპი, რომ „არაქისის კარაქი ასუქებს“.
არაქისის კარაქის ახალი სიცოცხლე 2001 წლის 13 აგვისტოს დაიწყო, როცა აშშ-ში გამოჩნდა პირველი გამოცემა წიგნისა: The Peanut Butter Diet / დიეტა არაქისის კარაქით. მისი ავტორია ამერიკელი დიეტოლოგი, ამერიკის დიეტოლოგთა ასოციაციის წევრი, ჟურნალ Prevention-ის რედაქტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი Holly McCord (ჰოლი მაკკორდი). მაკკორდი ცნობილი და ავტორიტეტული ექიმია და მას გადაცემებში ხშირად იწვევენ ისეთი სამაუწყებლო კომპანიები, როგორებიც არის NBC Weekend Today, Fox News Channel, TV Food Network, Discovery Channel’s Home Matters, Good Day New York и National Public Radio.
ექიმი McCord-ი, ორი მასშტაბური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ რაციონში მონოუჯერი ცხიმებით მდიდარი საკვების დამატება, მათ შორის – ისეთის, როგორიც არაქისის კარაქია, ხელს უწყობს წონის კლებას (რადგან ითრგუნება ნახშირწყლების მიღების სურვილი), ცუდი ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას და გულის დაავადებების პროფილაქტიკას.
ამიტომ, არაქისის კარაქი დიდი ხანია, ამერიკელი ვარსკვლავების საყვარელი საუზმეა.
თუკი ეტიკეტზე არაქისის კარაქის შემადგენლობას გაეცნობით, დარწმუნდებით, რომ ამ პროდუქტში იდეალურად არის დაბალანსებული ორგანიზმისთვის საჭირო მინერალები და ვიტამინები, რომელთა ხარჯზეც ორგანიზმი მუდმივად ტონუსშია და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანი არ გრძნობს შიმშილს – ეს კი წონის კლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.
ასე რომ, არაქისის კარაქის დიეტა ორგანიზმს გამოფიტვით არ ემუქრება.
იმისთვის, რომ ზედმეტი კილოგრამები მოიშოროთ და თანაც რაც შეიძლება მოკლე დროში, მხედველობაში უნდა მიიღოთ შემდეგი რეკომენდაციები:
- რეგულარუად უნდა ადევნოთ თვალყური კალორიებს: ქალებისთვის დღე-ღამის განმავლობაში საჭიროა არაუმეტეს 1500 კალორიისა, ხოლო მამაკაცებისთვის – 2000 კალორია;
- დიეტის დროს მიწის თხილის კარაქის დღიური ნორმაა: ქალებისთვის – 4 ჩაის კოვზი, მამაკაცებისთვის – 6 ჩაის კოვზი. ასეთი ოდენობით გარანტია გექნებათ, რომ კალორიებს არ გადააჭარბებთ;
- დღის განმავლობაში კვების რაციონში უნდა შედიოდეს: უცხიმო თევზი და ხორცი, ხილი, ბოსტნეული, მსხვილად დაფქვილი მარცვეულის პური, 2 ნაჭერი;
- პორციები უნდა შეამციროთ, „სასუსნავები“ უნდა ამოიღოთ – მათ ნაცვლად მიირთვთ მიწის თხილის კარაქი (რეკომენდებულ დღიურ ნორმას არ გადააჭარბოთ);
- ეცადეთ, კვირაში 5 დღე ივარჯიშოთ – არ არის აუცილებელი, ტრენაჟორებზე ოფლი დაღვაროთ ან სიმძიმეებს შეეჭიდოთ. საკმარისია, სახტუნაოთი ხტუნაობა, ბუქნები, დილის გამამხნევებელი ვარჯიშები. საუკეთესო ვარჯიშია სუფთა ჰაერზე სირბილი ან, თუნდაც, 20-30 წუთი ფეხით სიარული;
ასეთი დიეტის დროს ერთბაშად ვერ დაიკლებთ – მაგალითად, 5 დღეში 10 კილოს, რაც ორგანიზმისთვის დიდი სტრესი იქნებოდა. აქ წონის კლების პროცესი თანდათანობით, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად მიმდინარეობს.
ასე რომ, მიწის თხილის კარაქი მრავალმხრივ საუკეთესო პროდუქტია, თუკი, რა თქმა უნდა, მის მიმართ არ გაქვთ ინდივიდუალური უკუჩვენებები.
მიწის თხილის სასარგებლო თვისებები და მისი უკუჩვენებები წინა ბლოგშიც განვიხილეთ, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რას გულისხმობს არაქისის კარაქის უკუჩვენებები:
- არაქისი ალერგიულია. ზოგადად, რომც არ იყოთ ალერგიული მის მიმართ, მაინც უმჯობესია, ზედმეტი არ მოგივიდეთ;
- მიწის თხილის კალორიულობა მაღალია – ამ საფრთხესაც კვლავ ზომიერებით ავირიდებთ თავიდან;
- და კიდევ – თუ თქვენ გაწუხებთ კუჭნაწლავის დავაადება მძიმე ფორმებში, შესაძლოა, ექიმმა თავის შეკავება გირჩიოთ.
თამამად შეიძლება, ითქვას, რომ თუ ამ საოცარ პროდუქტს სწორად მოიხმართ, მისგან მხოლოდ სარგებელი გექნებათ.
- როგორ ვჭამოთ მიწის თხილის კარაქი დიეტის დროს?
როცა დიეტაზე და ზედმეტი კილოგრამების დაკლებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, არაქისის კარაქი პურზე გადასმული არ უნდა მიირთვათ. პური შეგიძლიათ, ხრამუნა პურით – ე.წ. ხლებცით ჩაანაცვლოთ.
თუკი „ხლებცი“ არ გიყვართ, გააკეთეთ ბლინები შვრიის ფანტელებით. ბლინებისთვის დაგჭირდებათ: 2 ს.კ. ფანტელი და 2 კვერცხი. უცხიმოდ შესაწვავ ტაფაზე თითო გვერდი აცხვეთ 2-3 წუთი. სულ ესაა. ასეთ ბლინზე გადასმული არაქისის კარაქი შეუდარებელი საუზმეა – ჯანსაღი, დაბალანსებული და გემრიელი.
- როგორია არაქისის კარაქის დიეტის ხანგრძლივობა?
არაქისის დიეტაზე ყოფნა ხანგრძლივად შეიძლება. მისი დაცვა მარტივია – საჭიროა რაციონის შემცირება, რათა კალორიულობას არ გადააჭარბოთ, რაციონში არაქისის კარაქის შეტანა; ცხიმიან პროდუქტებზე და „სასუსნაცებზე“ უარის თქმა.
ისეთი ხარისხიანი პროდუქტი, როგორიც არის ქართული არაქისის კარაქი, თავისი სასარგებლო და სამკურნალო კომპონენტებით, ზედმეტი წონის დაკლების პარალელურად, მთელი ორგანიზმის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.