თუ ეს ფილმები ჯერ არ გინახავთ, ბედნიერი ყოფილხართ – წინ დიდი სიამოვნება გელით. ჩვენ კი მანამდე მოგიყვებით, თუ რატომ მოგვწონს აქ ჩამოთვლილი სცენები არაქისის კარაქის მოყვარულებს. რა თქმა უნდა, ვეცდებით, არ დაგასპოილეროთ.
მძიმე დანაშაული / Breaking Bad (აშშ, 2008 წ.)
სცენა:
უოლტერ უაითი (ბრაიან კრენსტონი) იდეალურ სენდვიჩს აკეთებს – პურზე იმდენად გულმოდგინებით უსვამს არაქისის კარაქსა და ჟელეს, რომ ზედაპირი სარკესავთ არის – „ნაოჭის“ ნასახიც არ ჩანს. ისეთი განცდა გრჩება, თითქოს ამ პროცესში ნერვებს იწყნარებს.
ვინ არის სცენის გმირი?
უოლტერ უაითი შუახნის მამაკაცია. ის ადრე ქიმიის მასწავლებელი იყო, რომელმაც ნარკოტიკების დამზადებას მიჰყო ხელი.
მის ასეთ ტრანსფორმაციას მაყურებლები 3 სეზონის განმავლობაში ვაკვირდებოდით. კეთილი პედაგოგი სხვა ადამიანად იქცა, თუმცა მიწის თხილის კარაქის სცენა გვახსენებს, სინამდვილეში როგორი პედანტია ეს პერსონაჟი – ყურადღებას აქცევს წვრილმანებს, ყოველთვის იცავს ფორმალურ წესებს და ამას მოითხოვს სხვებისაგან;
რატომ მოგვწონს ეს სცენა არაქისის კარაქის მოყვარულებს?
იმიტომ, რომ არაქისის კარაქი ყველანაირი პერსონაჟის საყვარელი პროდუქტია და ასეთი მძიმე ტრანფორმაციის შემდეგაც რჩება მათ ყოველდღიურ ჩვევებში.
სამყაროთა ომები / War of the Worlds (აშშ, 2005)
სცენა:
რეი ფერიე (ტომ კრუზი) გაბრაზებული ისვრის ფანჯრიდან არაქისის კარაქგადასმულ პურის ნაჭრებს, რომელბიც თავის შვილებს რობისა და რეიჩელს გაუმზადა.
ვინ არის სცენის გმირი?
რეი ფერიე ცოლს გაშორებული ექიმია და იდეალური მამაც არ გახლავთ. ერთხელაც ყოფილმა მეუღლემ მას შვილები დაუტოვა. სწორედ რეის და ბავშვების ერთად ყოფნის დროს უცნაური და ძალიან ძლიერი ქარიშხალი ამოვარდება.
რეიმ შვილებს საჭმელი უნდა გაუმზადოს, ამ დროს კი გარეთ ქვეყანა იქცევა. რეი არცერთი ამ ამბისთვის მზად არ არის, თუმცა იმას მაინც მოახერხებს, რომ არაქისის კარაქი ხის კოვზით გადაუსვავს პურის ნაჭრებზე და ბავშვებს შესთავაზოს. არაქისიან ბუტერბროტებზე ქალიშვილი უარს ეტყვის, რადგან, თურმე, მას არაქისზე ბავშვობიდან ალერგია აქვს. რეი მიხვდება, რომ საერთოდ არ იცნობს თავის შვილებს და გამზადებულ ბუტერბროტებს ნერვულად მოისვრის სანაგვეზე.
რატომ მოგვწონს ეს სცენა არაქისის კარაქის მოყვარულებს?
იმიტომ, რომ ჩვენც ყოველთვის არაქისის კარაქი გვახსენდება, როცა რამეზე ვნერვიულობთ.
სუბურბიკონი / Suburbicon (უნგრეთი, 2017)
სცენა:
მარგარეტი (ჯულიანა მური) პურზე არაქისის კარაქს გადაუსვამს და ზედ ცივსისხლიანად აყრის საწამლავს – ნატრიუმის ჰიდროქსიდის ფხვნილს.
ვინ არის სცენის გმირი?
ფილმის სიუჟეტი გასული საუკუნის 50-იან წლებში, პროვინციულ ამერიკულ ქალაქში ვითარდება. ერთ დღეს ერთ-ერთ სახლში, სადაც განათლებული და მოწესრიგებული ოჯახი ცხოვრობს, უცნობი შეიჭრება და დიასახლისს მოკლავს. პატარა ნიკი დედის გარეშე რჩება. მასთან დეიდა მარგარეტი ჩადის, რათა ბავშვის მამას და თავად პატარას ტრაგედიის გადატანაში დაეხმაროს. თუმცა, ნიკი მიხვდება მამის და დეიდის ბოროტ განზრახვას. ამას დეიდა მარგარეტიც იგრძნობს და ბავშვის მოწამვლას გადაწყვეტს. და რა იქნება ამისთვის უფრო შესაფერისი, ვიდრე ყველათვის საყვარელი არაქისიანი ბუტერბროდი, რომელზეც, დეიდის ვარაუდით, ნიკიც არ იტყვის უარს?
რატომ მოგვწონს ეს სცენა არაქისის კარაქის მოყვარულებს?
ფილმის მოქმედება 1956 წელს ვითარდება. Suburbicon ამერიკული ოცნების ერთგვარი გასახიერება – იდეალურად გაკრეჭილი გაზონები, მუდვივად გამოწკეპილი ადამიანები, თეთრი ღობეები და, რა თქმა უნდა, ბუტერბროდი მიწის თხილის კარაქით. 1950 წლებიდან არაქისის კარაქი უკვე საყოველთაო ამერიკული სნექი ხდება.
ასე რომ, არაქისის კარაქს ამერიკულ ოცნებაშიც აქვს თავისი ადგილი – ეს არის შეუცვლელი საუზმე ან ვახშამი „ჩვეულებრივი“ ოჯახისთვის.
საინფელდი / Seinfeld (აშშ, 1989)
სცენა:
ჯორჯ კოსტანაზე (ჯეისონ ალექსანდრი) არაქისის კარაქს პირდაპირ ქილიდან მიირთმევს – უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით – თითებით ჭამს.
ვინ არის სცენის გმირი?
ჯორჯ კოსტანაზა (ჯეისონ ალექსანდრი) წარმატებული კომედიანტის ჯერი საინფელდი ახლო მეგობარია. ამ სცენაში ტახტზე მოკალათებული ჯორჯი სწორედ ჯერის არაქისის კარაქს მიირთმევს პირდაპირ ქილიდან – მართალია, ამის დანახვით გაკვირვებულ ჯერის ბოდიშს მოუხდის, მაგრამ ბოდიშის შემდეგ ისევ გემრიელად ამოუსვამს თითებს არქასისან ქილაში და აგრძელებს ჭამას.
საინფელდის ფანატებმა იციან, რომ სწორედ ეს არის შოუს არსი – ყოველი პერსონაჟი იმას აკეთებს, რაც თავად სიამოვნებს და არაფრად აგდებს სხვების აზრს. მაყურებელი ხვდება, რომ ასე მოქცევა, სულ ცოტა, უხერხულია.
რატომ მოგვწონს ეს სცენა არაქისის მოყვარულებს?
აქ ღრმა აზრის ძებნა საჭირო არ არის – მოგვწონს იმიტომ, რომ: ან ნებისმიერ ჩვენგანს ერთხელ მაინც გვიჭამია ეს გემრიელობა ასე, პირდაპი ქილიდან, ან, სულ ცოტა, მოგვდომებია ამის გაკეთება.
გაიცანით ჯო ბლექი / Meet Joe Black (აშშ, 1998)
სცენა:
ჯო ბლექის (ბრედ პიტი) სახელს ამოფარებული და დედამიწაზე ჩამოსული სიკვდილი პირველად აგემოვნებს არაქისის კარაქს, რომელსაც გავლენიანი გაზეთის მაგნატის უილიამ პერიშის მდიდრული სახლის სამზარეულოში მიაგნო.
ამ სცენაში ბრედ პიტი, თავისი გენიალური შესრულებით, ზუსტად გადმოსცემს იმ ნეტარებას, რომელიც არაქისის კარაქის გასინჯვას მოაქვს. წარმოუდგენელია, გასინჯვა არ მოგინდეთ.
რატომ მოგვწონს ეს სცენა არაქისის მოყვარულებს?
მიწის თხილის კარაქის შეუდარებელი გემო ნებისმიერს აღაფრთოვანებს – თვით სიკვდილსაც კი. ჯო ბლექმა დედამიწაზე პირველი ადამიანური სიამოვნება სწორედ არაქისის კარაქით მიიღო.
******
ზემოთ ცალკეული სცეები ჩამოვთვალეთ, თუმცა არსებობს ფილმები, რომლებშიც „მთავარი პერსონაჟი“ მიწია თხილის კარაქია. ესენია:
„არაქისის მიმინო“/The Peanut Butter Falcon (აშშ, 2019) – სულისშემძვრელი და სამოტივაციო ფილმი ბიჭზე, რომელიც ოცნებასთან შეხვედრას ისწრაფვის. თუკი „ფორესტ გამპისა“ და „წვიმის კაცის“ თაყვანისმცემელი ხართ, ეს ფიმი აუცილებლად უნდა ნახოთ.
მთავარი პერსონაჟი, დაუნის სინდრომის მქონე 22 წლის ზაკი (ზაკ გოტსაგენი) შშმ პირთა სახლიდან გარბის, სადაც ის ცხოვრობს, რათა ოცნება აისრულოს. ზაკი ორთაბრძოლებში მონაწილეობაზე ოცნებობს, მეტსახელად „არაქისის მიმინოს“ კი თავად დაირქმევს, რადგან არაქისის კარაქი სულ ხელთ აქვს ოცნებისკენ მიმავალ გზაზე.
„გადაწყვეტილება არაქისის კარაქთან ერთად“/The Peanut Butter Solution (აშშ, 1985) – ეს არის გენიალური საბავშვო ფენტეზი. მაიკლ ბასკინი (Siluck Saysanasy) 11 წლის ბიჭია. ის, მეგობართან ერთად, ხანძრისგან დამწვარ სახლში შეიპარება, სადაც მიცვალებულთა სულებს შეხვდება და შეეყრება დაავადება „შიში“. მეორე დილას კი აღმოაჩენს, რომ ამ დაავადების გამო თმა მთლიანად გასცვივდა. „თმების დასაბრუნებლად“ ყველანაირი მცდელობა წარუმატებლად მთავრდება. ერთ ღამეს კი მაიკლს ისევ ის სულები დაესიზმრება. სულები თმის ამომყვანი ჯადოსნური სითხის რეცეპტს გაუმხელენ, სადაც არაქისი მთავარი ინგრედიენტია.
მოკლედ, თუ ამ ფილმებიდან რომელიმეთი დაინტერესდით, უკვე შეგიძლიათ, ქართული არაქისის კარაქი სნექი მოიდგათ გვერდით და გემრიელად ჩაუჯდეთ.