როგორ გამოვიყენოთ არაქისის კარაქი წონის დასაკლებად?

წონის კლება და შენარჩუნება

ბევრისთვის ცნობილია არაქისის კარაქის გამაჯანსაღებელი თვისებების შესახებ. ამასთან ერთად ცოტამ თუ იცის რომ ის იდეალური საშუალებაა წონის კლებისათვის. ერთი შეხედვით სასუსნავი რომლის 1 სუფრის კოვზში 188 კალორიაა, რთულია დიეტურ საჭმელად აღვიქვათ, მაგრამ მტკიცებულებები სხვაგვარად მეტყველებენ. 2010 წლიდან ჩატარებული კვლევების თანახმად არაქისის კარაქი, არა მხოლოდ აჩქარებს წონის კლებას, არამედ ხელს უწყობს მიღწეული წონის შენარჩუნებას გრძელვადიან პერიოდში.

კვლევის შედეგები

2010 წელს ჩატარდა კვლევების ანალიზი რომელმაც შეაჯამა ყველა კვლევა, რომელიც მიწის თხილის კარაქის და ჭარბწონიანობის კავშირს სწავლობდნენ. ანალიზის თანახმად ნათელი გახდა რომ არაქისის კარაქის თვისებები ამცირებდა მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს, რაც იწვევს ქოლესტერინის მაღალ დონეს და ცხიმოვანი ქსოვილების მატებას.​

არაქისის კარაქის მიღება, კვლევის მონაწილეების სისხლში არეგულირებდა შაქრის შემცველობას და უზრუნველყოფდა დიეტური ბოჭკოთი, რომელიც საჭმლის მონელებისათვის არის აუცილებელი.   

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა რომელიც წლების განმავლობაში აკვირდებოდა მონაწილეებს. დასკვნის თანახმად, 8 წლის განმავლობაში არაქისის კარაქის ხშირი მომხმარებლების წონას ნორმისათვის არ გადაუჭარბებია.

წონის კლება და შენარჩუნება

ბევრისთვის ცნობილია არაქისის კარაქის გამაჯანსაღებელი თვისებების შესახებ. ამასთან ერთად ცოტამ თუ იცის რომ ის იდეალური საშუალებაა წონის კლებისათვის. ერთი შეხედვით სასუსნავი რომლის 1 სუფრის კოვზში 188 კალორიაა, რთულია დიეტურ საჭმელად აღვიქვათ, მაგრამ მტკიცებულებები სხვაგვარად მეტყველებენ. 2010 წლიდან ჩატარებული კვლევების თანახმად არაქისის კარაქი, არა მხოლოდ აჩქარებს წონის კლებას, არამედ ხელს უწყობს მიღწეული წონის შენარჩუნებას გრძელვადიან პერიოდში.

მიღების ეფექტური გზა

მაქსიმალური ეფექტისათვის უმჯობესია 2 სუფრის კოვზი არაქისის კარაქის ჭამამდე მირთმევა. ეს შეამცირებს მადას და დაარეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. დიეტური ბოჭკო კი უზრუნველყოფს დღის განმავლობაში მიღებული საკვების თანაბრად ათვისებას. წონის კლებისათვის აუცილებელია ხელოვნური დანამატების გამორიცხვა. ხშირ შემთხვევაში არაქისის კარაქი შეიცავს პალმის ზეთს, შაქარს და სხვა დანამატებს. მათ გამო ორგანიზმში ჭარბი ინსულინი გამოიყოფა, რაც წონის კლებას შეუძლებელს ხდის.

არაქისის კარაქი დანამატების გარეშე

ყიდვა