ბიოტინი – ვიტამინი რომელიც კანის ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი
ბიოტინი, იგივე ვიტამინი B7 კანის ჯანმრთელობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია. ბიოტინის ფუნქცია ნივთიერებათა ცვლის სტიმულირება და ცხიმოვანი მჟავების ფორმირებაა. ცხიმოვანი მჟავები კანის უჯრედების მთავარი საშენი მასალაა. მათგან ყველაზე ცნობილი ომეგა 3 ია. ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობა კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს. ბიოტინის ნაკლებობის სიმპტომებია: შეთხელებული თმა, მყიფე ფრჩხილები და გამონაყარი. არაქისის კარაქის ყოველდღიურად მირთმევა ბიოტინის დღიური ნორმის მიღებას უზრუნველყოფს.
ომეგა 6
მრავალი კვლევის თანახმად ცხიმოვანი მჟავა ომეგა 6 ამცირებს ნაოჭების წარმოქმნის, აკნეს და კანის სხვა პათოლოგიების განვითარების ალბათობას. არაქისის კარაქი დიდი რაოდენობით ომეგა 6 ს შეიცავს. მისი რეკომენდირებული დღიური დოზა 10 გრამია. მიწისთხილის კარაქის მცირე რაოდენობაც კი საკმარისია ომეგა 6 ის დღიური ნორმის მისაღებად.
პროტეინი და ამინო მჟავა კანის უჯრედების ერთ-ერთი ფუნდამენტური საშენი მასალაა. მათ გარეშე კანი ელასტიკურობას და დაზიანებული ქსოვილების აღდგენის უნარს კარგავს. პროტეინი ორგანიზმში კოლაგენის წარმოქმნას ასტიმულირებს. კოლაგენი პასუხს აგებს კანის ნორმალურ ჰიდრაციაზე და ეპიდერმისის გასქელებაზე. კოლაგენის ნაკლებობა გამომშრალი კანის და ნაოჭების ნაადრევი წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ყოველდღიურად არაქისის კარაქის მხოლოდ 2 სუფრის კოვზის მიღება საკმარისია იმისათვის, რომ კოლაგენის წარმოქმნისათვის საჭირო პროტეინი და ამინო მჟავა მივიღოთ.
პროტეინი და ამინო მჟავები არაქისის კარაქის მცირე რაოდენობით მოხმარებაც კი უზრუნველყოფს კანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ყველა ვიტამინის და მიკროელემენტის მიღებას. არაქისის კარაქის მირთმევის სიმარტივე და არაჩვეულებრივი გემო კანზე ზრუნვას მარტივს და სასიამოვნოს ხდის.