რა განსხვავებაა ნატურალურ და მაღაზიაში განთავსებულ არაქისის კარაქს შორის?

ყველაზე პოპულარული პროდუქტი

გამოყენების სიმარტივის, გამაჯანსაღებელი თვისებების და საოცარი გემოს გამო ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული პროდუქტია. მსოფლიოში მოყვანილი არაქისის მარცვლების 65% არაქისის კარაქის დასამზადებლად გამოიყენება. წელიწადში მხოლოდ ამერიკაში 350 მილიონ კილოგრამ არაქისის კარაქს მიირთმევენ.

პოპულარობის ზრდასთან ერთად მის მოყვარულებს გაუჩნდათ ინტერესი ნატურალური არაქისის კარაქის მიმართ. უამრავი განსხვავებული ბრენდის და სახეობის არსებობის გამო ჩნდება კითხვა – რა განსხვავებაა მათ შორის? შესაძლოა ზოგი მათგანი ჯანმრთელობისათვის უსარგებლო იყოს?

ნატურალური არაქისის კარაქი

  • ნატურალური არაქისის კარაქისათვის დამახასიათებელია მასში შემავალი ცხიმების განცალკვება მთლიანი მასისაგან, რომელიც ქილის ზედა ნაწილში კონცენტრირდება. ამ შემთხვევაში მირთმევამდე ქილას უბრალოდ უნდა ამოვურიოთ.​​
  • დანამატების არ ქონის გამო ნატურალური არაქისის კარაქის კონსისტენცია კრემისებრი და ნაკლებად თხევადია.

ინდუსტრიული წარმოების არაქისის კარაქი

  • კონსისტენციის სტაბილიზაციის მიზნით კომერციულ არაქისის კარაქში ხშირად გამოიყენება ტრანს ცხიმები.​​
  • ინდუსტრიული წარმოების პროცესი არაქისის კარაქს უფრო თხევადს ხდის.​​
  • გემოს გასაუმჯობესებლად მწარმოებლების უმეტესობა იყენებს შაქარს, პალმის ზეთს და სხვა დანამატებს.

არჩევანი

რომელი არაქისის კარაქი ავირჩიოთ? იმის მიუხედავად თუ რა წარმოების პროცესს გადის, უმჯობესია მასში შემავალი ინგრედიენტების რიცხვი მინიმალური იყოს. შესაძლოა ინდუსტრიული არაქისის კარაქი არაფრით განსხვავდებოდეს ნატურალურისაგან. საბოლოო არჩევანის გაკეთება ეტიკეტზე განთავსებული შემადგენლობის მიხედვით არის უმჯობესი.

არაქისის კარაქი დანამატების გარეშე

ყიდვა