არაქისის კარაქი ქალებისთვის – სარგებელი და უკუჩვენებები

არაქისის კარაქი | araxisis karaqi | araqisis karaqi | Snacky.ge

არაქისის კარაქს ქალის ორგანიზმზე უნიკალური გავლენის მოხდენა შეუძლია. თუკი ამ სასარგებლო პროდუქტს რეგულარულად მიიღებთ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ – არ დაგემუქრებათ ბოჭკოვანი დეფიციტი და ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი, რამაც, თავის მხრივ, დროთა განმავლობაში შეიძლება, საკვების მომნელებელი, ნევროლოგიური, გულ-სისხლძარღვოვანი და ენდოკრინული სისტემების პრობლემები გამოიოწვიოს. გარდა ამის, მიწისთხილის თვისებებს გარკვეულწილად განაპირობებს ამ პროდუქტში დიდი რაოდენობით შემავალი ცილები (პროტეინები), რომლებიც, მარტივად რომ ვთქვათ, ორგანიზმის საშენი მასალაა.

მოდით, თანმიმდევრობით მივყვეთ და ჩამოვთვალოთ არაქისის კარაქში შემავალი ის ნივთიერებები, რომლებიც ქალის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა:

  • ნიაცინი: არაქისის კარაქის შემადგენლობაში მთავარი კომპონენტია ნიაცინი (იგივე – ნიკოტინის მჟავა, B3 ვიტამინი), რომელიც წყალში ხსნადი ვიტამინია. B3 ვიტამინი ქალის ორგანიზმისთვის აუცილებელია, რადგან ის დადებითად მოქმედებს საჭმლის მომენელებელ სისტემაზე და ხელს უწყობს კანის სიმკვრივეს. გარდა ამისა, ნიკოტინის მჟავას ზემოქმედებით სისხლში ქოლესტერინის დონე მცირდება და სისხლის მიმოქცევა აქტიურდება, ანუ საკვები სწრაფად გარდაიქმნება ენერგიად;

  • უჯრედისი: მიწის თხილის კარაქის შემადგენლობაში ნამდვილი აღმოჩენაა უჯრედისი! ალბათ, იცით, რომ სწორედ უჯედისია პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ გადაამუშავებს და აითვისებს თქვენი ორგანიზმი სხვადასხვა საკვებს. უჯრედისი ნაწლავებში გავლის დროს ღრუბელივით ისრუტავს მავნე და ტოქსიურ ნივთიერებებს და გარეთ გამოაქვს, შესაბამისად კი – ეს შხამი ღვიძლამდე ვეღარ აღწევს. ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა აუცილებელია კანის სისუფთავისა და სიჯანსაღისთვის. გარდა ამისა – უჯრედისი აჩერებს ნაწლავის მრავალი დაავადების, მათ შორის, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას, აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას;

  • სეროტონინი: არაქისის კარაქის სისტემატურად გამოყენებისას ნერვული სისტემის მიერ გამომუშავდება ჰორმონი სეროტონინი. ეს ჰორმონი ბედნიერების ბიოლოგიურ საფუძვლად მიიჩნევა და ამიტომ მას ბედნიერების ჰორმონს უწოდებენ. სეროტონინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის, ასევე მთლიანად ორგანიზმის ფუნქციონირებაში; არეგულირებს ხასიათსა და განწყობას – გაღიზიანებისა და ბედნიერების შეგრძნებას;

  • ფოლიუმის მჟავა: არაქისის კარაქის შემადგენლობაშია ფოლიუმის მჟავა, რომელიც B9 ვიტამინის სახელითაა ცნობილი. ეს ნივთიერება ორგანიზმში ბუნებრივად არ წარმოიქმნება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი მისი მიღება საკვებიდან. B9 ვიტამინს, შეიძლება, ქალი სილამაზის ვიტამინიც კი ეწოდოს, რადგან ის ანელებს დაბერების პროცესს, ხელს უწყობს უჯრედების განახლებას, კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას და თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღესა და ზრდას;

  • ვინამინი Е (ტოკოფეროლი): Е ვიტამინი საუკეთესო ანტიასაკობრივი საშუალებაა. ის ანტიოქსიდანტია, ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ორგანიზმში წარმოქმნება მზის გამოსხივების ზემოქმედებისგან; ხელს უწყობს კანის უჯრედებში ტენის შენარჩუნებას; ვიტმინი Е ორგანიზმს ცხიმოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში ეხმარება. დიეტის დროს სწორედ ვიტმინი Е დაგაზღვევთ იმისგან, რომ, ცხიმთან ერთად, კუნთის მასაც არ „გავიდეს“ ორგანიზმიდან, რისი საფრთხეც რეალურად არსებობს. ქალებისთვის Е ვიტამინის დღური ნორმაა 5-8 მგ., თუმცა უფრო დოდი დოზით მიღებაც არ არის საშიში –  E ვიტამინს არ აქვს უკუჩვენებები.

თუკი არაქისის კარაქს რეგულარულად და ზომიერად მიირთმევთ, შედეგი ასეთი იქნება:

  • საგრძნობლად შემცირდება იმ დაავადებების წარმოშობის რისკი, რომელბიც გულის კუნთს ასუსტებს;
  • ნორმალიზდება არტერიალური წნევა, რაც ამცირებს ინსულტებისა და ინფარქტების რისკს;
  • არაქისის კარაქი შეამცირებს ორგანიზმზე სტრესის გავლენას, დადებითად იმოქმედებს ნერვულ სიტემაზე. თანამედროვე ქალი სისტემატურად აწყდება სტრესულ გარემოს, რაც თავის მხრივ, დროთა განმავლობაში ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზეც და გარეგნობაზეც;
  • სისხლში მნიშვნელოვნად დაიწევს „ცუდი“ ქოლესტერინის დონე;
  • გაძიერდება იმუნური სისტემა, რაც იმის წინაპირობაა, რომ სხვადასხვა ინფექციურ დაავადებას ნაკლები შანი ექნება თქვენს ორგანიზმში მოსახვედრად;
  • მიწის თხილის კარაქი საკმაოდ ნოყიერია და მალე ანაყრებს. შესაბამისად, ბევრს აღარ შეჭამთ და ზედმეტი კილოგრამების აკრეფის რისკიც მცირდება;
  • გაუმჯობესდება საჭმლის მონელების პროცესები და მოწესრიგდება მეტაბოლიზმი. სრაფი მეტაბოლიზმი კი ცხიმების სწრაფ წვას გულისხმობს, ამიტომ ეს „მანქანა“ დილიდანვე უნდა აამუშაოთ;
  • არაქისის კარაქი მდიდარია პროტეინებით, ამინომჟავებით, ვიტამინებით, ამის გათვალისწინებით, ის შესანიშნავი საუზმეა – დილიდანვე მოამარაგებს ორგანიზმს მთელი დღისთვის საჭირო ენერგიით;

არაქისის კარაქის უკუჩვენებები

როცა არაქისის კარაქის უკუჩვენებების შესახებ ვსაუბრობთ, აქ, პირველ რიგში, აქცენტი უნდა გაკეთდეს ზომიერად მოხმარებაზე. თუმცა, არსებობს კი რომელიმე პროდუქტი, რომლის უზომოდ მოხმარებას გარკვეული უკუჩვენებები არ აქვს?

აი, ზომიერების დაცვას თუ შეძლებთ, ამ შემთხვევაში არაქისის კარაქი მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.

არაქისის კარაქის უკუჩვენებებში უნდა ვახსენოთ პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულებაც – არაქისი მაღალკალორიული პროდუქტია, მაგრამ ისევ და ისევ სწორი მიდგომის შემთხვევაში ეს ფიგურაზე უარყოფითად არ აისახება.

ასე რომ, არაქისის კარაქის სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები პირდაპირ კავშირშია ზომიერებასთან – არაქისის კარაქის დღიურ ნორმაა 2 სუფრის კოვზი.

არაქისის კარაქი დანამატების გარეშე

ყიდვა