ჩვენ ვართ სნექი და საქართველოში ვაწარმოებთ მიწისთხილის კარაქს, დანამატებისა და კონსერვატნების გარეშე, რომელიც არის ყოველთვის ჯანსაღი და გემრიელი, ნაზი და კრემისებრი, უშაქრო და უგლუტენო, დამზადებულია მხოლოდ 100 % – ით NON GMO და ახლად მოხალული მიწისთხილის მარცვლებისგან.
ჩვენი გუნდის მთავარი მისია ჯანსაღი წასახემსებლის კულტურის შექმნაა და მუდმივად ვმუშაობთ, რომ უწყვეტ რეჟიმში შემოგთავაზოთ ყოველთვის ახალი, ჯანსაღი და გემრიელი მიწისთხილის კარაქი სნექი. დაცული გვაქვს ყველა ნორმა, დანერგილია სურსათის უვნებლობის სისტემა HACCP..
სნექი გამდიდრებულია ცილებით, ჯანსაღი ცხიმებით, ვიტამინებითა და მინერალებით, გაჯერებულია B, E და D ვიტამინების ჯგუფებით, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, არის მარტივი წასახემსებელი და ენერგიის დიდი წყარო. აქტიურად გამოიყენება როგორც კუნთოვანი მასის მოსამატებლად, ისე წონის კორექციისთვის და რაც მთავარია ნებისმიერი მიმართულებით შეგიძლიათ გატესტოთ კულინარიაში, დაამზადოთ სმუზები, სალათები და სხვადასხვა კერძები.