უგლუტენო
სამარხვო
NON-GMO
2+1 თაფლით კომბო შეთავაზება
სასარგებლო თვისებები
snacky™ თაფლით წარმოებულია საქართველოში: 100% NON-GMO, ახლად მოხალული მიწისთხილი და ცოტაოდენი თაფლი, კონსერვანტებისა და პალმის ზეთის გარეშე.
2 დიდი ქილა (1 კგ) + პატარა ქილა (400 გრ) საჩუქრად. კლასიკი თუ ხრაშუნა, შენ ირჩევ.
შემადგენლობა: მოხალული მიწისთხილი, ბუნებრივი თაფლი და ზღვის მარილი.
ვიტამინები: E, B3, B5, B6, ბიოტინი, ფოლატი, მაგნიუმი, სპილენძი, რკინა, კალიუმი, თუთია და სელენის შემცველობით.
ალერგია: მიწის თხილი ალერგიული პროდუქტია, შესაბამისად ალერგიის მქონე ადამიანებმა არ უნდა მიიღოთ.
გაფრთხილება: არ არის რეკომენდებული ალერგიის მქონე პირებისთვის. ასევე განსაკუთრებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შემთხვევაში, პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, არაუმეტეს 75% ფარდობითი ტენიანობის პირობებში. მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. ზედაპირზე ბუნებრივად გამოიყოფა მიწისთხილის ზეთი, მომხარებამდე ამოურიეთ კარგად. შეფუთვის გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში არაუმეტეს 6 თვისა.
ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 12თვე
VS სხვები
ჩვენი მეგობრები
ხშირად დასმული კითხვები
რა არის Nutri-Score A და რას ნიშნავს ის პროდუქტის შეფუთვაზე?
Nutri-Score არის კვებითი ღირებულების შემფასებელი ევროპული სისტემა, რომელიც პროდუქტს ანიჭებს რეიტინგს A-დან E-მდე. Nutri-Score A ამ სისტემის უმაღლესი შეფასებაა. ის ადასტურებს, რომ პროდუქტს აქვს იდეალური კვებითი ბალანსი: შეიცავს დიდი რაოდენობით ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს (მაგალითად: ცილებსა და ბოჭკოს) და მასში მინიმუმამდეა დაყვანილი შაქრის, მარილისა და ნაჯერი ცხიმების შემცველობა.
Nutri-Score A არის დასტური იმისა, რომ თქვენ ირჩევთ ყველაზე ჯანსაღ და დაბალანსებულ პროდუქტს
რომელ მარკეტებში ხართ?
სნექის შეძენა შეგიძიათ ჩამოთვლილ მარკეტებში: ფრესკო, ევროპროდუქტი, ნიკორა, გვირილა, სპარი, დეილი, გუდვილი, უნივერსამი, ჯიბე, სუზალა, ნატურალი, ფემილი
სნექი სამარხვოა?
დიახ, სნექი სამარხვო პროდუქტია
შაქარს შეიცავს?
თაფლით ვერსია დატკბილებულია ბუნებრივი თაფლით.
დიაბეტიანებისთვის შეიძლება?
თაფლით ვერსია დატკბილებულია თაფლით, ამიტომ დიაბეტის შემთხვევაში გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
რამდენ ხანში მომაწვდით?
თბილისში 12:00-მდე გაფორმებული შეკვეთა იმავე დღეს ჩაგბარდებათ, 12:00-ის შემდეგ კი მომდევნო დღეს. რუსთავში მომდევნო სამუშაო დღეს, რეგიონებში 3-5 სამუშაო დღეში. კვირას მიწოდება არ ხდება.
თავზე ზეთი აქვს და რატომ?
ეს იმის ნიშანია, რომ მიწისთხილი 100%-ით ნატურალურია და არ შეიცავს ხელოვნურ კონსერვანტებსა და ემულგატორებს.
შესაბამისად, დროთა განმავლობაში გამოიყოფა ზეთი, რაც ბუნებრივი პროცესია. გახსნისას უბრალოდ კარგად ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით.