უშაქრო
უგლუტენო
სამარხვო
NON-GMO
მიწისთხილის კარაქი | კლასიკი
აირჩიე გემო
აირჩიე წონა
სასარგებლო თვისებები
snacky წარმოებულია საქართველოში, რომელიც არის ყოველთვის ახალი და ჯანსაღი, დამზადებულია მხოლოდ 100% NON-GMO და ახლად მოხალული მიწისთხილის მარცვლებისგან, დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე.
წარმოების პროცესში მიწისთხილი ცალკევდება შიდა გულისგან და რჩება მხოლოდ ლებანი, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის მაღალ ხარისხს, არომატულ გემოსა და ნაზ ტექსტურას.
შემადგენლობა: მოხალული მიწისთხილი და ზღვის მარილი.
ვიტამინები: E, B3, B5, B6, ბიოტინი, ფოლატი, მაგნიუმი, სპილენძი, რკინა, კალიუმი, თუთია და სელენის შემცველობით.
ალერგია: მიწის თხილი ალერგიული პროდუქტია, შესაბამისად ალერგიის მქონე ადამიანებმა არ უნდა მიიღოთ.
გაფრთხილება: არ არის რეკომენდებული ალერგიის მქონე პირებისთვის. ასევე განსაკუთრებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შემთხვევაში, პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, არაუმეტეს 75% ფარდობითი ტენიანობის პირობებში. მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. ზედაპირზე ბუნებრივად გამოიყოფა მიწისთხილის ზეთი, მომხარებამდე ამოურიეთ კარგად. შეფუთვის გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში არაუმეტეს 6 თვისა.
ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 12თვე
რით განვსხვავდებით
ჩვენი მეგობრები
ხშირად დასმული კითხვები
რა არის Nutri-Score A და რას ნიშნავს ის პროდუქტის შეფუთვაზე?
Nutri-Score არის კვებითი ღირებულების შემფასებელი ევროპული სისტემა, რომელიც პროდუქტს ანიჭებს რეიტინგს A-დან E-მდე. Nutri-Score A ამ სისტემის უმაღლესი შეფასებაა. ის ადასტურებს, რომ პროდუქტს აქვს იდეალური კვებითი ბალანსი: შეიცავს დიდი რაოდენობით ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს (მაგალითად: ცილებსა და ბოჭკოს) და მასში მინიმუმამდეა დაყვანილი შაქრის, მარილისა და ნაჯერი ცხიმების შემცველობა.
Nutri-Score A არის დასტური იმისა, რომ თქვენ ირჩევთ ყველაზე ჯანსაღ და დაბალანსებულ პროდუქტს
რომელ მარკეტებში ხართ?
სნექის შეძენა შეგიძიათ ჩამოთვლილ მარკეტებში: ფრესკო, ევროპროდუქტი, ნიკორა, გვირილა, სპარი, დეილი, გუდვილი, უნივერსამი, ჯიბე, სუზალა, ნატურალი, ფემილი
სნექი სამარხვოა?
დიახ, სნექი სამარხვო პროდუქტია
შაქარს შეიცავს?
სნექი არ შეიცავს შაქარს
დიაბეტიანებისთვის შეიძლება?
დიახ, დიაბეტიანებისთვის შეიძლება, თუმცა დიაბეტის ტიპებიდან გამომდინარე უმჯობესია გამოყენებამდე კონულტაცია გაიაროთ ექიმთან.
რამდენ ხანში მომაწვდით?
თბილისში მოწოდება ხდება შეკვეთიდან 1 დღეში, ხოლო რეგიონებში 3-5 სამუშაო დღეში.
თავზე ზეთი აქვს და რატომ?
ეს იმის ნიშანია, რომ მიწისთხილი 100%-ით ნატურალურია და არ შეიცავს ხელოვნურ კონსერვანტებსა და ემულგატორებს.
შესაბამისად, დროთა განმავლობაში გამოიყოფა ზეთი, რაც ბუნებრივი პროცესია. გახსნისას უბრალოდ კარგად ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით.