ბლოგი

რა განსხვავებაა ნატურალურ და მაღაზიაში განთავსებულ არაქისის კარაქს შორის?

ნატურალური არაქისის კარაქი - როგორ შევარჩიოთ და რით განსხვავდება ინდუსტრიულისგან

გამოყენების სიმარტივის, სასარგებლო თვისებებისა და საოცარი გემოს გამო არაქისის კარაქი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. მაგალითად, აშშ-ში საკვებად გამოყენებული არაქისის 60%-ზე მეტი სწორედ არაქისის კარაქზე მოდის.

პოპულარობასთან ერთად გაიზარდა ინტერესი ნატურალური არაქისის კარაქის მიმართაც. თაროებზე უამრავი ბრენდი და სახეობაა, ამიტომ ჩნდება კითხვები: რა განსხვავებაა მათ შორის, ხომ არ არის ზოგი მათგანი ჯანმრთელობისთვის უსარგებლო და როგორ გავიგოთ, არის თუ არა ესა თუ ის არაქისის კარაქი ნატურალური?

ნატურალური არაქისის კარაქი: რით გამოირჩევა

  • ნატურალური არაქისის კარაქისათვის დამახასიათებელია მასში შემავალი ცხიმების განცალკვება მთლიანი მასისაგან, რომელიც ქილის ზედა ნაწილში კონცენტრირდება. ამ შემთხვევაში მირთმევამდე ქილას უბრალოდ უნდა ამოვურიოთ.
  • ნატურალური მიწისთხილის კარაქი არ შეიცავს დანამატებს და შაქარს.
  • სტაბილიზატორის გარეშე ნატურალური არაქისის კარაქი უფრო თხიერი და რბილია.

ინდუსტრიული არაქისის კარაქი: დანამატები და ტრანს ცხიმები

  • ზეთი რომ არ გამოეყოს, კომერციულ არაქისის კარაქს ხშირად ჰიდროგენიზებულ მცენარეულ ზეთს უმატებენ. ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული ზეთი კი ტრანს ცხიმების წყაროა.
  • ამ დანამატების გამო ინდუსტრიული არაქისის კარაქი უფრო მკვრივია და ქილაში ზეთის ფენა არ წარმოიქმნება.
  • გემოს გასაუმჯობესებლად მწარმოებლების უმეტესობა იყენებს შაქარს, პალმის ზეთს და სხვა დანამატებს.

როგორ შევარჩიოთ არაქისის კარაქი

რომელი არაქისის კარაქი ავირჩიოთ? იმის მიუხედავად თუ რა წარმოების პროცესს გადის, უმჯობესია მასში შემავალი ინგრედიენტების რიცხვი მინიმალური იყოს. შესაძლოა ინდუსტრიული არაქისის კარაქი არაფრით განსხვავდებოდეს ნატურალურისაგან. საბოლოო არჩევანის გაკეთება ეტიკეტზე განთავსებული შემადგენლობის მიხედვით არის უმჯობესი.

როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი

ყიდვამდე შემადგენლობაში ეს ხუთი რამ შევამოწმოთ:

  • ინგრედიენტები: ნატურალურ არაქისის კარაქში მხოლოდ არაქისია, ზოგჯერ - მარილიც.
  • შაქარი, სიროფი ან დამატკბობელი: თუ სიაშია, კარაქი უფრო ტკბილეულს ჰგავს.
  • პალმის ზეთი ან „ჰიდროგენიზებული“ ზეთი: ნიშნავს, რომ ზეთის გამოყოფა ხელოვნურად შეაჩერეს. „ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული“ ზეთი ტრანს ცხიმებს შეიცავს.
  • ემულგატორები, არომატიზატორები და კონსერვანტები: ნატურალურ არაქისის კარაქს ისინი არ სჭირდება.
  • ზეთის ფენა ქილის ზედა ნაწილში: ნატურალური პროდუქტის ნიშანია და არა დეფექტი - საკმარისია ამორევა.

მაგალითად, Snacky-ის კლასიკური არაქისის კარაქის ეტიკეტზე მხოლოდ ორი ინგრედიენტია: მოხალული მიწისთხილი და ზღვის მარილი. მასში არ არის შაქარი, დანამატები და კონსერვანტები.

ხრაშუნა ტექსტურის მოყვარულთათვის იგივე მარტივი შემადგენლობით მზადდება ხრაშუნა არაქისის კარაქი. ზეთის გამოყოფასა და სწორ შენახვაზე ცალკე სტატია გვაქვს - არაქისის კარაქის შენახვის ვადა და პირობები, კალორიების დათვლაში კი არაქისის კარაქის კალორიების კონვერტორი დაგვეხმარება.

წინა
რა ხდის Peanut Butter-ს შეუცვლელს ჯანმრთელობისთვის?
შემდეგი
როგორ შეიცვლება შენი ორგანიზმი, თუ არაქისის კარაქს ყოველდღე მიირთმევ?