ბლოგი

არაქისის კარაქი მამაკაცებისთვის

არაქისის კარაქი მამაკაცებისთვის - ცილის მცენარეული წყარო

ფაქტია, რომ ქალები თავიანთ კვების რაციონს, როგორც წესი, უფრო გულისყურით ეკიდებიან, ვიდრე მამაკაცები, და მეტად ცდილობენ, არა მხოლოდ ფიგურაზე, არამედ ზოგადად ჯანმრთელობაზეც იზრუნონ. ფსიქოლოგები ამას იმით ხსნიან, რომ ქალს ქვეცნობიერად მეტი პასუხისმგებლობა აქვს მომავალი თაობის წინაშე.

რაც შეეხება მამაკაცებს, მათ უმეტესობას კვებითი ჩვევების შეცვლა ისევე უჭირს, როგორც, მაგალითად, მოწევისთვის თავის დანებება, მაშინაც კი, როცა ამ ჩვევების ზიანი კარგად ესმით. ამიტომ ღირს იმის ცოდნა, რომელი პროდუქტი რას აძლევს ორგანიზმს - მაგალითად, რატომ არის არაქისის კარაქი მამაკაცებისთვის ასე ღირებული.

თუმცა დიეტოლოგები ასახელებენ გარკვეულ პროდუქტებს, რომლებსაც შეიძლება ჭეშმარიტად „მამაკაცური საკვები“ ეწოდოს - ისინი იმუნიტეტისა და ზოგადად მამაკაცის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებებს შეიცავს. მაგალითად, მამაკაცის რაციონში რეგულარულად უნდა შედიოდეს ცხიმიანი თევზი, საქონლის ხორცი, შვრიის ფაფა, პომიდორი, ბროწეული, მწვანილი, თხილეული და არაქისი.

დღეს განვიხილოთ, კონკრეტულად რა სარგებლობა მოაქვს მამაკაცის ორგანიზმისთვის მიწის თხილს და მისგან წარმოებულ გენიალურ პროდუქტს მიწის თხილის კარაქს:

მიწის თხილის სასარგებლო თვისებები

მიწის თხილის სასარგებლო თვისებებზე საუბრის დაწყებისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ეს პროდუქტი არ უნდა დავაყენოთ ერთ რიგში თხილთან, კაკალთან, კედრის კაკალთან და სხვა თხილეულთან, რადგან ბოტანიკურად ის უფრო ახლოსაა პარკოსნებთან - ბარდასთან, ლობიოსთან, სოიასთან. თუმცა თუ ამ პარკოსნების მარცვლები მიწის ზემოთ მწიფდება, არაქისის პარკები ნიადაგში ვითარდება - ამიტომაც ეწოდა მას მიწის თხილი.

არაქისის ერთ პარკში, როგორც წესი, 1-4 მარცვალს აღმოაჩენთ, რომლებსაც თხელი წითელი კანი აქვს. სწორედ მათგან მზადდება არაქისის კარაქი და არაქისის ზეთი, რომელიც თავისი თვისებებით ახლოსაა ზეითუნის ზეთთან. მოხალული და მარილიანი არაქისი კი ბევრი გურმანის საყვარელი „სასუსნაოა“.

მიწის თხილის სასარგებლო თვისებებს მისი შემადგენლობა განაპირობებს.

არაქისის შემადგენლობაშია:

  • დაახლოებით 40% უჯერი ცხიმები (Snacky-ის არაქისის კარაქის 100 გრამში - 41,65 გ), რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია;
  • დაახლოებით 25% მცენარეული ცილა (Snacky-ის არაქისის კარაქის 100 გრამში - 25 გ), რაც ვეგეტარიანელებისთვის განსაკუთრებით საგულისხმო ინფორმაციაა;
  • აუცილებელი ამინომჟავები, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს;
  • ვიტამინები E, B3 (PP), B5, B6, ბიოტინი და ფოლატი;
  • მიკროელემენტები – კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, თუთია, რკინა, მანგანუმი, სპილენძი და სელენი.

არაქისის კარაქი მამაკაცებისთვის - სარგებელი ორგანიზმისთვის

ზოგადად არაქისს და, კონკრეტულად, არაქისის კარაქს სიამოვნებით მიირთევს ქალიც და მამაკაციც, თანაც – ნებისმიერ ასაკში.

თუმცა ქალები, რომლებსაც წონის მატებისკენ მიდრეკილება აქვთ, მიწის თხილის კარაქის კალორიულობის გამო, უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ პორციებთან: 100 გრ პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულებაა 570 კკალ, ხოლო 2 სუფრის კოვზი არაქისის კარაქი დაახლოებით 32 გ-ია;

ფიზიკურად აქტიურ მამაკაცებს კი ამ პროდუქტის მიღება უფრო თამამად შეუძლიათ, თუმცა ზომიერება მათთვისაც მნიშვნელოვანია.

  • არაქისში მაგნიუმის ოპტიმალური შემცველობაა, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას, ენერგიის გამომუშავებას, სტრესის მოხსნას. მაგნიუმის, კალციუმის და ფოსფორის კომბინაცია კი ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას;
  • მანგანუმი, რომელიც 100 გრ არაქისში 2 მგ-ა, სასარგებლოდ მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და ცხიმის მეტაბოლიზმს;
  • მიწის თხილი B3 ვიტამინის (ნიაცინის) კარგი წყაროა - ის საკვების ენერგიად გარდაქმნაში მონაწილეობს;
  • მიწის თხილი ასევე უკიდურესად აუცილებელია კუნთოვანი მასის ფორმირებისთვის. ამიტომაც მიწის თხილის კარაქი მუდმივად არის ბოდიბილდერების რაციონში. ამასთან, არაქისი არა მხოლოდ კუნთის ზრდას უწყობს ხელს, არამედ მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ სწრაფად აღადგენს ორგანზმს.

არაქისის კარაქი კუნთის მასისთვის - რამდენი ცილაა 2 კოვზში

Snacky-ის ეტიკეტის მიხედვით, 100 გ არაქისის კარაქი 25 გ ცილას შეიცავს. ესე იგი, 2 სუფრის კოვზი (დაახლოებით 32 გ) დაახლოებით 8 გ მცენარეულ ცილას გაძლევთ. ასე რომ, არაქისის კარაქი ცილის კარგი დამატებითი წყაროა, თუმცა კუნთის მასის გასაზრდელად მხოლოდ მასზე დაყრდნობა არ კმარა: ის კალორიულია, ამიტომ რაციონში ხორცს, თევზს, კვერცხს, რძის ნაწარმსა და პარკოსნებს უნდა ავსებდეს და არა ცვლიდეს.

მაღაზიებში ხშირად შეხვდებით წარწერას „არაქისის კარაქი პროტეინით“, მაგრამ ნატურალური არაქისის კარაქი ცილას ისედაც შეიცავს - დამატებული პროტეინი მისთვის აუცილებელი არ არის.

არაქისის კარაქი ვარჯიშის შემდეგ

ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმს ცილაც სჭირდება და ნახშირწყლებიც. 1-2 სუფრის კოვზი არაქისის კარაქი ბანანთან ან მთლიანმარცვლოვან პურთან ერთად მარტივი და ნოყიერი ხემსია. თუ პროტეინის კოქტეილს ამზადებთ, კოვზი არაქისის კარაქი მას გემოსაც შემატებს და ცილასაც.

კიდევ რა სარგებელი აქვს არაქისის კარაქს მამაკაცისთვის?

  • არაქისის მოხმარება ტრიპტოფანის დეფიციტს აგარიდებთ თავიდან - ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც მუდმივი სტრესისა და ემოციური დაძაბულობის ქვეშ იმყოფებიან. ტრიპტოფანი აუცილებელი ამინომჟავაა, რომელსაც ორგანიზმი საკვებიდან იღებს და მისგან სეროტონინს, ანუ „ბედნიერების ჰორმონს“ გამოიმუშავებს. სეროტონინი კი კარგ ძილსა და ფსიქოლოგიურ ამტანობაზე მოქმედებს.
  • ხშირად გვეკითხებიან, არის თუ არა არაქისი პოტენციის ასამაღლებელი საკვები. არაქისი შეიცავს თუთიასა და მაგნიუმს, რომლებიც მამაკაცის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა პოტენციაზე, უშვილობასა თუ პროსტატის დაავადებებზე მისი სამკურნალო ეფექტი დადასტურებული არ არის. ასეთი პრობლემის დროს ექიმს მიმართეთ;

შეიძლება თუ არა მამაკაცებისთვის არაქისის კარაქი ყოველდღიურად?

არაქისმა, რომლის სარგებლის შესწავლა მხოლოდ გასულ საუკუნეში დაიწყეს, უკვე სერიოზულად დაიმკვიდრა თავი, როგორც მამაკაცის რაციონის შეუცვლელმა პროდუქტმა;

ამ ხნის განმავლობაში პროდუქის გაცილებით მეტი სასარგებლო თვისება გამოვლინდა, ვიდრე უარყოფითი;

დიეტოლოგები გვაფრთხილებენ, მოვერიდოთ ნედლი მიწის თხილის ჭამას, რადგან ის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე შეიძლება ცუდად იმოქმედოს. ამიტომ არაქისი ან მსუბუქად უნდა მოხალოთ, ან ისეთი უნიკალური პროდუქტის სახით მიირთვათ, როგორიც არაქისის კარაქია;

როგორც არაქისის მოხალული მარცვლები, ისე არაქისის კარაქი რეკომენდებულია, მიირთვათ მცირე პორციებით, მაგრამ ყოველდღე!

  • მიწის თხილის კარაქის სისტემატური და დოზირებული მოხმარება დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად აისახება ორგანიზმის როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ შრომისუნარიანობაზე, ძილის ხარისხზე, კუჭ-ნაწლავის და გულ -სისხლძარღვთა სისტემების მუშაობაზე;
  • მამაკაცებისთვის კარგი კომბინაციაა დღეში 2-3 სუფრის კოვზი არაქისის კარაქი ნატურალურ თაფლთან ერთად - ნოყიერი საუზმე ან ხემსი, რომელიც დიდხანს გაძლევთ ენერგიას;
  • არაქისის კარაქი, ცილის მაღალი შემცველობის წყალობით, ხელს უწყობს კუნთების განვითარებას. სწორედ ამიტომ არაქისის კარაქი სპორტსმენებისთვის ასე პოპულარული პროდუქტია;
  • არაქისის კარაქი შეიცავს უჯერ ცხიმებს, რომლებიც გულის დაავადებების რისკს ამცირებს;
  • გარდა ამისა, არაქისის კარაქი არის B3 და E ვიტამინების, მაგნიუმის, ფოლიუმის მჟავისა და საკვები ბოჭკოს წყარო (Snacky-ის არაქისის კარაქის 100 გრამში 8 გ ბოჭკოა). ბოჭკოთი მდიდარი კვება კი მსხვილი ნაწლავის კიბოს ნაკლებ რისკს უკავშირდება;
  • არაქისი არ შეიცავს ქოლესტერინს!

ასე რომ, მამაკაცებო, არ გამოტოვოთ არაქისის კარაქის საუზმე ყოველ დილით.

უბრალოდ, დაიმახსოვრეთ არაქისის მთავარი წესი - ეს მსუყე და ჯანსაღი პროდუქტი უნდა მიირთვათ სისტემატურად და მცირე ულუფებით (დღეში 2-3 სუფრის კოვზი).

Snacky-ის არაქისის კარაქი მხოლოდ მოხალული მიწისთხილისა და ზღვის მარილისგან მზადდება. აირჩიეთ კლასიკური არაქისის კარაქი ან ხრაშუნა არაქისის კარაქი.

ასევე წაიკითხეთ: არაქისის კარაქი ქალებისთვის და რამდენი გრამი და კალორიაა ერთ კოვზ არაქისის კარაქში.

წინა
არაქისის კარაქის ისტორია - როგორ გახდა ამერიკელთა საყვარელი ხემსი და ჰოლივუდური ფილმების „პერსონაჟი“
შემდეგი
არაქისის კარაქის სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები