ბლოგი

არაქისის კარაქის დიეტა - დაიკელით გემრიელად და ჯანსაღად

არაქისის კარაქის დიეტა - დაიკელით გემრიელად და ჯანსაღად

ამ სათაურის წაკითხვის შემდეგ ბევრი გაკვირვებით იკითხავს: არაქისის კარაქის დიეტა? ცხიმიანი არაქისის კარაქით წონის დაკლება შეიძლება?

დიახ, შეიძლება და უკვე დროა, დავამსხვრიოთ გავრცელებული სტრეოტიპი, რომ „არაქისის კარაქი ასუქებს“.

არაქისის კარაქის დიეტა - ჰოლი მაკკორდის წიგნი

არაქისის კარაქის ახალი სიცოცხლე 2001 წელს დაიწყო, როცა აშშ-ში გამოიცა წიგნი The Peanut Butter Diet („დიეტა არაქისის კარაქით“). მისი ავტორია ამერიკელი დიეტოლოგი, ჟურნალ Prevention-ის კვების რედაქტორი Holly McCord (ჰოლი მაკკორდი). მაკკორდი ცნობილი და ავტორიტეტული სპეციალისტია და მას გადაცემებში ხშირად იწვევდნენ ისეთი სამაუწყებლო კომპანიები, როგორებიც არის NBC Weekend Today, Fox News Channel, TV Food Network, Discovery Channel's Home Matters, Good Day New York და National Public Radio.

McCord-ი ორი კვლევის - ჰარვარდისა და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევების - შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ რაციონში მონოუჯერი ცხიმებით მდიდარი საკვების დამატება, მათ შორის ისეთის, როგორიც არაქისის კარაქია, ხელს უწყობს წონის კლებას (რადგან ითრგუნება ნახშირწყლების მიღების სურვილი), ცუდი ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას და გულის დაავადებების პროფილაქტიკას.

ამიტომ, არაქისის კარაქი დიდი ხანია, ამერიკელი ვარსკვლავების საყვარელი საუზმეა.

ასუქებს თუ არა არაქისის კარაქი?

თუკი ეტიკეტზე არაქისის კარაქის შემადგენლობას გაეცნობით, ნახავთ, რომ ის ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს, ცილა და ბოჭკო კი დიდხანს გინარჩუნებთ სისავსის შეგრძნებას: Snacky-ის არაქისის კარაქის 100 გრამში 25 გ ცილა და 8 გ ბოჭკოა, შაქარი კი - 0 გ. ადამიანი, რომელიც შიმშილს არ გრძნობს, ნაკლებს ჭამს - ეს კი წონის კლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

ასე რომ, არაქისის კარაქის დიეტა ორგანიზმს გამოფიტვით არ ემუქრება. წონას მაშინ მოიმატებთ, როცა დღიურ კალორიებს აჭარბებთ, ზომიერი ოდენობით მიღებული არაქისის კარაქი დიეტის დროს კი შიმშილის გრძნობას ახშობს და კვების რეჟიმის დაცვას გიადვილებთ.

არაქისის კარაქის დიეტის წესები

იმისთვის, რომ ზედმეტი კილოგრამები მოიშოროთ, მხედველობაში უნდა მიიღოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • რეგულარულად უნდა ადევნოთ თვალყური კალორიებს: მაკკორდის გეგმით, ქალებს დღეში დაახლოებით 1500 კალორია სჭირდებათ, მამაკაცებს კი - დაახლოებით 2200;
  • წიგნის მიხედვით, დიეტის დროს მიწის თხილის კარაქის დღიური ნორმა ქალებისთვის 4 სუფრის კოვზია, მამაკაცებისთვის - 6 სუფრის კოვზი. ეს ოდენობა უკვე შედის დღიურ კალორიებში, ამიტომ დანარჩენი საკვები შესაბამისად უნდა შეამციროთ;
  • დღის განმავლობაში კვების რაციონში უნდა შედიოდეს: უცხიმო თევზი და ხორცი, ხილი, ბოსტნეული, მსხვილად დაფქვილი მარცვეულის პური, 2 ნაჭერი;
  • პორციები უნდა შეამციროთ, „სასუსნავები“ უნდა ამოიღოთ – მათ ნაცვლად მიირთვთ მიწის თხილის კარაქი (რეკომენდებულ დღიურ ნორმას არ გადააჭარბოთ);
  • ეცადეთ, კვირაში 5 დღე ივარჯიშოთ – არ არის აუცილებელი, ტრენაჟორებზე ოფლი დაღვაროთ ან სიმძიმეებს შეეჭიდოთ. საკმარისია, სახტუნაოთი ხტუნაობა, ბუქნები, დილის გამამხნევებელი ვარჯიშები. საუკეთესო ვარჯიშია სუფთა ჰაერზე სირბილი ან, თუნდაც, 20-30 წუთი ფეხით სიარული;

ასეთი დიეტის დროს ერთბაშად ვერ დაიკლებთ – მაგალითად, 5 დღეში 10 კილოს, რაც ორგანიზმისთვის დიდი სტრესი იქნებოდა. აქ წონის კლების პროცესი თანდათანობით, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად მიმდინარეობს.

ასე რომ, მიწის თხილის კარაქი მრავალმხრივ საუკეთესო პროდუქტია, თუკი, რა თქმა უნდა, მის მიმართ არ გაქვთ ინდივიდუალური უკუჩვენებები.

ვის არ უდგება არაქისის კარაქის დიეტა

არაქისის კარაქის სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები ცალკე სტატიაში დაწვრილებით განვიხილეთ, აქ კი მოკლედ გავიმეორებთ, რას გულისხმობს არაქისის კარაქის უკუჩვენებები:

  • არაქისი ძლიერი ალერგენია: თუ არაქისზე ალერგია გაქვთ, არაქისის კარაქი არ უნდა ჭამოთ. ალერგია რომც არ გქონდეთ, მაინც უმჯობესია, ზედმეტი არ მოგივიდეთ;
  • მიწის თხილის კალორიულობა მაღალია – ამ საფრთხესაც კვლავ ზომიერებით ავირიდებთ თავიდან;
  • და კიდევ – თუ თქვენ გაწუხებთ კუჭნაწლავის დავაადება მძიმე ფორმებში, შესაძლოა, ექიმმა თავის შეკავება გირჩიოთ.

თამამად შეიძლება, ითქვას, რომ თუ ამ საოცარ პროდუქტს სწორად მოიხმართ, მისგან მხოლოდ სარგებელი გექნებათ.

როგორ მივირთვათ არაქისის კარაქი დიეტის დროს?

როცა დიეტაზე და ზედმეტი კილოგრამების დაკლებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, არაქისის კარაქი პურზე გადასმული არ უნდა მიირთვათ. პური შეგიძლიათ ხრაშუნა პურით - ე.წ. ხლებცით ჩაანაცვლოთ.

თუკი „ხლებცი“ არ გიყვართ, გააკეთეთ ბლინები შვრიის ფანტელებით. ბლინებისთვის დაგჭირდებათ: 2 ს.კ. ფანტელი და 2 კვერცხი. უცხიმოდ შესაწვავ ტაფაზე თითო გვერდი აცხვეთ 2-3 წუთი. სულ ესაა. ასეთ ბლინზე გადასმული არაქისის კარაქი შეუდარებელი საუზმეა – ჯანსაღი, დაბალანსებული და გემრიელი.

როდის და რა რაოდენობით მიირთვათ არაქისის კარაქი, რომ წონის კლებას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, ცალკე სტატიაში გიამბეთ: როგორ გამოვიყენოთ არაქისის კარაქი წონის დასაკლებად.

როგორია არაქისის კარაქის დიეტის ხანგრძლივობა?

არაქისის დიეტაზე ყოფნა ხანგრძლივად შეიძლება. მისი დაცვა მარტივია - საჭიროა ულუფების შემცირება, რათა დღიურ კალორიებს არ გადააჭარბოთ, რაციონში არაქისის კარაქის შეტანა და ცხიმიან პროდუქტებსა და „სასუსნავებზე“ უარის თქმა.

ისეთი ხარისხიანი პროდუქტი, როგორიც ქართული არაქისის კარაქია, თავისი სასარგებლო კომპონენტებით, ზედმეტი წონის დაკლების პარალელურად, მთელ ორგანიზმს დაეხმარება. Snacky-ის კლასიკური არაქისის კარაქი და ხრაშუნა არაქისის კარაქი მხოლოდ მოხალული მიწისთხილისა და ზღვის მარილისგან მზადდება - შაქრისა და პალმის ზეთის გარეშე.

ხშირად დასმული კითხვები

მართალია, რომ არაქისის კარაქი ასუქებს?

თავისთავად - არა. წონას დღიური კალორიების სიჭარბე მატებს და არა ერთი რომელიმე პროდუქტი. არაქისის კარაქი კალორიულია (100 გ - დაახლოებით 570 კკალ), ამიტომ დიეტის დროს მისი რაოდენობა აუცილებლად უნდა დათვალოთ.

რომელი არაქისის კარაქი ჯობია დიეტისთვის?

ნატურალური - შაქრის, პალმის ზეთისა და სხვა დანამატების გარეშე. შემადგენლობაში მხოლოდ არაქისი და, შესაძლოა, ცოტა მარილი უნდა ეწეროს.

ასევე წაიკითხეთ: რამდენი გრამი და კალორიაა ერთ კოვზ არაქისის კარაქში.

წინა
არაქისის კარაქის სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები
შემდეგი
არაქისის კარაქი ქალებისთვის - სარგებელი და უკუჩვენებები